ორშაბათი, მარტი 10, 2025
მთავარიშენი ექიმიბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული

ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული

​პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში შაქრის გამოყენების ცუდ პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხუთ წლამდე ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ტკბილეულის, 2 წლამდე კი ის საერთოდ არ უნდა იყოს მენიუში.

„ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შაქარი და მარილი – ეს არის ორი მავნე პროდუქტი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის ფარული მტერია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, ბავშვმა მინიმუმ ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული. არანაირი დამტკბარი ფაფა! ბავშვს ვაძლევთ მხოლოდ მარცვლეულის ფაფას. თავიდან ვიწყებთ ურძეო ფაფებით და ნელ-ნელა გადაგვყავს რძიან ფაფებზე. ​არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდგომ სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს.ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ ორ წლამდე. ​დღის განმავლობაში შაქრის რაოდენობა მაქსიმუმ 30-40 გრამია. ამაზე მეტი რაოდენობის შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა. ტკბილეულის სახით ბავშვი არანაირ ტკბილს არ უნდა იღებდეს მინიმუმ ხუთ წლამდე ასაკში, არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ოჯახში გამომცხვარ კექსებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: არ ვყიდულობ, მაგრამ სახლში ვუკეთებ. სახლში გაკეთებულიც არ უნდა იყოს შაქრის შემცველობით. კი ბატონო, გაუმზადეთ ბავშვს სახლში ორცხობილა თუ ნამცხვარი, ოღონდ გააკეთეთ შაქრის გარეშე. თუ გინდათ, რომ არომატი ჰქონდეს, გაუკეთეთ ცოცხალი ხილი.

შაქარი არღვევს მეტაბოლიზმს ორგანიზმში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ხდება ინსულინარული აპარატის გამოფიტვა. ეს შეიძლება იყოს მომავალში დიაბეტის წინაპირობა,​ ბავშვობის ასაკში კი სიმსუქნის წინაპირობა. ბავშვთა ასაკში განვითარებული სიმსუქნე, მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების წინაპირობაა“ – განაცხადა ანა მაღრაძემ.

წყარო: https://fortuna.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო ადგილი იორდანიაში ვიზიტისთვის

8 საუკეთესო ადგილი იორდანიაში ვიზიტისთვის

9 March, 2025
17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

7 მარტი 2025
3 ინტერიერის დიზაინერი ქალი, რომელთა რევოლუციურმა მიდგომამ მსოფლიო ისტორია შეცვალა

3 ინტერიერის დიზაინერი ქალი, რომელთა რევოლუციურმა მიდგომამ მსოფლიო ისტორია შეცვალა

მარტი 8, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ყველაზე სასარგებლო ხილის კომპოტები და მათი მომზადების წესები

ყველაზე სასარგებლო ხილის კომპოტები და მათი მომზადების წესები

მარტი 9, 2025
Forbes-ის მონაცემებით, 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეული ასე გამოიყურება:

Forbes-ის მონაცემებით, 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეული ასე გამოიყურება:

მარტი 9, 2025
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

8 მარტი 2025
1956 წლის 9 მარტი — თბილისის სტუდენტური პროტესტი და საბჭოთა რეპრესიები

1956 წლის 9 მარტი — თბილისის სტუდენტური პროტესტი და საბჭოთა რეპრესიები

მარტი 9, 2025
Lenovo-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ლეპტოპი წარადგინა — Yoga Solar PC Concept

Lenovo-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ლეპტოპი წარადგინა — Yoga Solar PC Concept

მარტი 9, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights