ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარიშენი ექიმიმსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მძიმე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გამოცადა თავის ქალაში ჩამონტაჟებული ახალი მოწყობილობა ეპილეფსიური შეტევების გასაკონტროლებლად.

ნეიროსტიმულატორმა, რომელიც აგზავნის ელექტრულ სიგნალებს ტვინის სიღრმეში, ორან ნოულსონის დღიური კრუნჩხვები 80%-ით შეამცირა.

პაციენტის დედამ, ჯასტინმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფრო ბედნიერია და „ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდა“.

ოპერაცია ლონდონის Great Ormond Street-ის საავადმყოფოში ოქტომბერში ჩატარდა. მაშინ პაციენტი 12 წლის იყო.

ორანს აქვს ლენოქს-გასტაუს სინდრომი, ეპილეფსიის მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმა, რომელიც მას 3 წლის ასაკში განუვითარდა. მას ყოველდღიურად 20-დან 100–მდე შეტევა ემართებოდა.

ორანის დედამ ოპერაციამდე ისაუბრა, თუ როგორ დომინირებდა ეპილეფსია მისი შვილის ცხოვრებაზე: „ამ დაავადებამ მას მთელი ბავშვობა წაართვა“.

მან აღნიშნა, რომ ორანს შეტევები სხვადასხვა ფორმით ჰქონდა, მათ შორის დაცემითა და გონების დაკარგვით. ზოგჯერ სუნთქვას წყვეტდა და საჭირო ხდებოდა მისი სასწრაფო რეანიმაცია.

გარდა ეპილეფსიისა, ორანს ასევე აქვს აუტიზმი და ADHD, მაგრამ ჯასტინი ამბობს, რომ ეპილეფსია მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა: „მე მყავდა ჯანმრთელი 3 წლის ბავშვი, შეტევების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და დაკარგა ბევრი უნარი“.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights