პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმი„ჯარიმების ჩამოწერა სწორი და სამართლიანი იქნება“ - ნინა კობახიძე

„ჯარიმების ჩამოწერა სწორი და სამართლიანი იქნება“ – ნინა კობახიძე

BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის აზრით, კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ჩამოწერა სწორი და სამართლიანი იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან პირველი შეხვედრის დროსაც დააყენეს. ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ეს საკითხი აქტუალური 2022 წელს გახდა, როცა მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო covid-კლინიკებს თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. “ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა”, – თქვა მაშინ მინისტრმა. მოგვიანებით კი, მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დააკონკრეტა, რომ რიგი კლინიკები მილიონობით ლარით დააჯარიმეს.

ნინა კობახიძის თქმით, საუბარია დაახლოებით, 30-40 მილიონ ლარზე.

“ჩვენ პრემიერთან და მინისტრთან შეხვედრაზეც გავაჟღერეთ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა {კლინიკების დაჯარიმება}, რომლის საფუძვლად მიჩნეულია მაგალითად, covid-პაციენტი საჭიროებდა თუ არა PCR-ტესტს, სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფია (კტ) და ა.შ. ამ კუთხით ხდებოდა კალკულაცია, მაგრამ ეს არასწორია, რადგან გვახსოვს, პანდემიის დროს ყველა პაციენტს უნდოდა კტ-ს გადაღება… ამდენად, ვიცი, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჯარიმების ამნისტირება სამართლიანი და სწორი იქნება; ასევე, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მხრიდანაც მოხდება პასუხისმგებლობის აღება, რადგანაც მაშინ ასე იყო გამოცხადებული, ამიტომ ახლა იმ თემებზე მოდავება არ გამოვა“, – თქვა ნინა კობახიძემ.

ამასთან, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ covid-ჯარიმების სამართლიანობის ნაწილში ისიც აღნიშნა, რომ პანდემიის დროს დაჯარიმებულ ზოგიერთ დაჯარიმებულ კლინიკას ახალი მფლობელი ჰყავს.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ღეროვანი უჯრედებით ინსულინის შემცვლელი თერაპია - ახალმა სამკურნალო საშუალებამ პირველი ტიპის დიაბეტის მწვავე ფორმის მქონე პაციენტები განკურნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights