ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარისამინისტრო„მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა“

„მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა“

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის 200-მდე ექიმი მონაწილეობდა. საპატიო თავმჯდომარე მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე იყო.

ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ - ზურაბ აზარაშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights