ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
მთავარისამინისტრო„ასე გაღებულ თითოეულ სისხლს სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება“

„ასე გაღებულ თითოეულ სისხლს სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება“

„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ისე გააკეთონ ყველაფერი, რომ იყვნენ ჯანმრთელნი და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგან ნაბიჯი და უანგაროდ გასცენ სისხლი. ასე გაღებულ თითოეულ სისხლს უკავშირდება სხვა ადამიანთა გადარჩენილი სიცოცხლე“.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს საქართველო სისხლის დონაციის მიმართულებით ახალი, საკანონმდებლო აქტის ამოქმედების პირას არის. მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც ძირეული ცვლილებები შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც უკავშირდება სისხლის უანგარო დონაციას.

ძირითადი სიახლე, რომელიც უკავშირდება ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას, არის ის, რომ დონაცია მთლიანად გადადის უანგარო პრინციპზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights