სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? - ოპერაციები ზაფხულში

რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ოპერაციები ზაფხულში

პლასტიკური ოპერაციები ერთნაირი წარმატებით ტარდება როგორც წელიწადის გრილ, ისე ცხელ სეზონზე. თუმცა, რადგანაც ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, შესაძლოა, ზოგმა თავი შეიკავოს ქირურგიული ჩარევებისგან.

არადა ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს სხეულის დეფექტების გამოსწორება.
რომელი პროცედურების ჩატარება ჯობს ზაფხულში და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის პლასტიკურ ქირურგს ნოდარ ბრუნჯაძეს მივმართეთ.

ზოგადად, რომელი პლასტიკური ოპერაციებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?

სტატისტიკა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც თითქმის ერთნაირია. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის, ბარძაყისა და სხეულის სხვა ზონების ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, მამოპლასტიკა და სხვა. თუმცა გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაც.

რომელია ის პროცედურები, რომელთა ჩატარებასაც პაციენტებს ზაფხულში ურჩევდით?

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისას სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, ზოგი პაციენტისთვის ზაფხულის შვებულება ოცნების ოპერაციასთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს არჩევს პროცედურების ჩატარებას. თუმცა, თუ ზაფხულში აქტიურ დასვენებას გეგმავთ, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ნაკლებტრავმულ, მცირეინვაზიურ პროცედურებზე და თავი შეიკავოთ კომბინირებული ოპერაციებისგან.

ზაფხულში ხშირად ვატარებთ სხეულის კორექციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორებიცაა ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, წარბების ლიფტინგი და სხვა. მსგავსი მცირეინვაზიური ოპერაციები არ მოითხოვს დიდ განაკვეთებს, არ საჭიროებს სახლში ყოფნას, წოლით რეჟიმს და ა.შ. პაციენტს მეორე დღესვე ან რამდენიმე დღეში შეუძლია დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ყოველდღიურობას, წავიდეს სამსახურში, დასასვენებლად და ა.შ.

თქვენ მიერ ჩამოთვლილი მცირეინვაზიური ოპერაციების შემთხვევაში, დაახლოებით რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას?

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა მალევე ხდება და ის აქტიურ ცხოვრებას უპრობლემოდ უბრუნდება. თუმცა, მაგალითად, ლიპოსაქციების დროს, აუცილებელია, კორსეტის ტარება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. კორსეტი შემაწუხებელი ან ტკივილის გამომწვევი არ არის. უბრალოდ, სასურველია ამ დროს პაციენტი მოერიდოს სიცხეს, რათა ნაოპერაციები ზონის გადახურებამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აუცილებელია, ნაწიბურები დაცული იყოს მზისგან დამცავი საშუალებით.  არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც კონკრეტული ოპერაციების შესაბამისად გავცემთ. თუმცა, ერთი რამ ყველასთვის საერთოა – მნიშვნელოვანია, პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული ჩარევის სამედიცინო ჩვენება, მხოლოდ სურვილი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ოპერაციის დასაგეგმად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და ამგვარ ოპერაციებს შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი თავდაჯერებულობა და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

  ჯანმო იწვევს მწარმოებლებს გადაუდებელი განხილვისთვის mpox დიაგნოსტიკური ტესტებზე
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights