სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს

„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია უანგარობის პრინციპს დაეფუძნება.

„მთავარი მიზანი კი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს. შეხვედრაზე დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, რათა პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.

სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე – მოქალაქეების აქტიური ჩართულობა“, – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში - 99.2%
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights