ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს

კვლევა – კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. ეს ამ სფეროში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. წერს BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობაზე ნეგატიური გავლენა დიდი ხანია ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევით დადგინდა, რომ 960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყოველწლიურად გრიპის დაახლოებით მილიარდი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმე ფორმით მიმდინარეობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights