სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ინსულინის პომპების ნაწილში რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო...

„ინსულინის პომპების ნაწილში რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა“ – გაბუნია

ვფიქრობთ, რომ ინსულინის პომპების ნაწილშიც რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, – ამის შესახებ ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ბავშვთა ასაკში დიაბეტის მნიშვნელობაზე, მის მართვაზე და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინსულინის პომპები ამჟამად პროგრამულად არ ფინანსდება, თუმცა, გასულ წელს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები სრულად დაინერგა.

„ეს არის გარკვეულწილად პირველი ნაბიჯი, რაც შემდეგ ითვალისწინებს უფრო მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას. პომპაც არის ამ ერთიანი სისტემის ერთი ელემენტი. ესეც ტექნოლოგიური გადაწყვეტაა, ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით მომწოდებლებთანაც და სპეციალისტებთან იმისთვის, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს საქართველოში პომპების დანერგვის გეგმა. საჭიროა გარკვეული პერიოდი დანერგვისთვის, მშობლების, ასევე სპეციალისტების მომზადებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, დიდი დრო არ უნდა გავიდეს იქამდე, ვიდრე ჩვენ რეალურად გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვისთვის, რადგან ძალიან ეფექტურად სწრაფად წავიდა წინ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების გამოყენება. დაახლოებით წლინახევრის წინ ამაზე არც გვქონდა წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა ამ სისტემებით ბავშვების 100%-იანი მოცვა ყოფილიყო. ვფიქრობთ, რომ პომპების ნაწილშიც რეალისტური შესაძლებლობები გვაქვს, რომ დაინერგოს, თუმცა, ეტაპობრივად, რადგან საჭირო იქნება როგორც ტექნოლოგიურ მომზადება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ეს უფრო ძვირადღირებული ტექნოლოგიაა სხვა დანარჩენთან შედარებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე მთავარია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ხარისხის ინსულინი, ასევე მარტივი მოწყობილობები იმისთვის, რომ ინსულინის ინიექციები უმტკივნეულოდ გაიკეთონ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მარიხუანას მოხმარებას აქვს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები — განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights