სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიინტერვიუგიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება - ინტერვიუ ჟენევიდან

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება – ინტერვიუ ჟენევიდან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 77 -ე ასამბლეას ესწრება, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ჟენევაში გაერო-ს მთავრ შტაბ ბინაში ტარდება.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება – ინტერვიუ ჟენევიდან | sheniekimi.ge | შენი ექიმი
გიორგი ფხაკაძე გაერო ს სათავო ოფისში 🇪🇺🇬🇪

Sheniekimi.ge გიორგი ფხაკაძეს ჟენევაში დაუკავშირდა:

ახლა ვიმყოფები გაეროს სათავო ოფისში ასამბლიაზე. აქ მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ჯანდაცვის მინისტრები, ექსპერტები და ჯანდაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო საკითხებზე.

  ეს არის მთავარი ადგილი ერთი კვირის მანძილზე, როცა ჟენევა ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრი.

  ასამბლიაზე განიხილება გლობალური საკითხები, ხდება ახალი მიღწევების და გამოწვევების გაზიარება. ძველი შეცდომების გააზრება და გზების პოვნა მათ გამოსასწორებლად.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება – ინტერვიუ ჟენევიდან | sheniekimi.ge | შენი ექიმი
გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO 77 ე ასამბლეაზე 🇪🇺🇬🇪

   ეს არის უნიკალური პლატფორმა შეხვედრებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას – ვისწავლოთ, გავიზიაროთ და დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში.

  მე, როგორც მოგეხსენებათ, ვმუშაობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიგრაციისაა და ჯანმრთელობის დეპარტამენტში და ჩამოვაყალიბე, შევიმუშავე სტრატეგია – თუ როგორ უნდა იყოს დანერგილი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციები, რომლებიც მუშაობენ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან.

  დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამჟამად ამ სტრატეგიას ვნერგავ, როგორც ექსპერტი, მსოფლიოს მასშტაბით. 

  ეს სტრატეგია უკვე დავნერგეთ ნიგერიაში, ახლა კი სენაგლსა და მალიშიც გავემგზავრები… შემდეგ კი აღნიშნული პროექტის დასანერგად აღმოსავლეთ ევროპას და ლათინოამერიკასაც ვეწვევი…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “მიკროპლასტიკა თქვენს ჩაის ფინჯანში” - პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights