კლიმატის ცვლილების გამო კოღოებით გადამდები დაავადებები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ვრცელდება. სწრაფად ვრცელდება ისეთი დაავადებები, რაც კოღოებს და ასევე სხვა მწერებს გადააქვთ.
მწერები ავრცელებენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მალარია და დენგეს ცხელება. მათი პრევალენტობა ბოლო 80 წლის განმავლობაში საგრძნობად გაიზარდა, რადგან გლობალურმა დათბობამ მათ გავრცელებას უფრო თბილი და ნოტიო პირობები შეუქმნა.
ჯანმრთელობის მდგრადობის გლობალური ჯგუფის ხელმძღვანელის, რეიჩელ ლოუს განცხადებით, უახლოესი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, კოღოებით გამოწვეული დაავადებები გავრცელდება ჩრდილოეთ ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ამჟამად დაუზარალებელ ნაწილებში.
“გლობალურ დათბობა ნიშნავს, რომ მალარიისა და დენგეს გავრცელების რისკი იზრდება. მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს. რეალობა ის არის, რომ ცხელი სეზონები კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელებას ხელს შეუწყობს. დენგე ძირითადად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, იგი აზიურ ვეფხვის კოღოს გადააქვს ( Aedes albopictus), ეს მწერი უკვე ევროპის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, მალტა, მონაკო, სან მარინო, გიბრალტარი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი და პორტუგალია”, – ამბობს ლოუ.
2000 წელს მსოფლიოში დენგეს ცხელების 500 000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წლის მონაცემებით კი – რაოდენობა 5 მილიონს აღემატებოდა.
წყარო
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi