კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმი„ვცდილობ, ჯან-ღონით სავსე ვიყო, რომ ჩემს ბავშვებს, მომავალ თაობას მოვემსახურო“- მერაბ ვარძუკაშვილი

„ვცდილობ, ჯან-ღონით სავსე ვიყო, რომ ჩემს ბავშვებს, მომავალ თაობას მოვემსახურო“- მერაბ ვარძუკაშვილი

მერაბ ვარძუკაშვილი, 74 წლის, ბავშვთა ტრავმატოლოგი 48-წლიანი გამოცდილებით.
„მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვთა ტრავმატოლოგიას შევალიე და არ ვნანობ.
ვცდილობ, ჯან-ღონით სავსე ვიყო, რომ ჩემს ბავშვებს, მომავალ თაობას მოვემსახურო. ისინი მშვიდობიან, დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ, იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. ესაა ჩემი სტიმული.
ცხოვრებამ მასწავლა, რომ ბოროტება, ცუდი არასოდეს უნდა ჩაიდინო. სიკეთე უნდა თესო. როცა ასაკში შედიხარ მეტი მოტივაცია გაქვს, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლო და უფრო ბევრი სიკეთის გაკეთება მოასწრო, სანამ ამ დედამიწაზე დააბიჯებ. გინდა, დატოვო რაღაც ნათელი ამ ცხოვრებაში. სხვებსაც იგივეს ვურჩევ. მხოლოდ ასე აშენდება ქვეყანა და გადავრჩებით“.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს - საფრთხეებს განმარტავს ექსპერტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights