სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ძალიან სწრაფად იმატებს

ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ძალიან სწრაფად იმატებს

ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.

მეცნიერებს ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.

“წარსულის გამოკვლევა აჩვენებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა”, — აცხადებენ მეცნიერები.

ყინულში არსებული ბუშტუკები ატმოსფეროს ადრინდელი შმცველობის შესახებ ინახავს ინფორმაციას.

ფოტო: Oregon State University

მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.

ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა – „დეპრესიის რისკი 23%-ით შემცირდება…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights