სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს

ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს

ნათხემის ლათინური შესატყვისი cerebellum “პატარა ტვინს” ნიშნავს. ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ამ საკმაოდ მცირე ზომის ნაწილში ნეირონების 3/4-ზე მეტია თავმოყრილი და ის ტვინის მთლიანი მასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.  მიუხედავად ამისა, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.

ნათხემი თავის ქალის ქვედა მხარესაა განლაგებული, ძირითადად, კოორდინირებულ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად წონასწორობის დაცვაზე. ახალი კვლევით დადგინდა, რომ “პატარა ტვინს”, ასევე, საკუთარი როლი აქვს სწავლის პროცესშიც. მეცნიერები წინა ნაშრომს დაეყრდნონ, რომელშიც სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ნათხემის ერთადერთი ფუნქცია ჩვენი მოძრაობის კონტროლი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ მასში არის არეალები, რომლებიც ფიქრის პროცესში მონაწილე რეგიონებთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, მათთან ერთად განვითარდა”, – აცხადებენ სპეციალისტები.

კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს, რომელთაც ეკრანზე გამოსახული სურათების მიხედვით ან მარჯვენა ხელი უნდა აემოძრავებინათ, ან მარცხენა. სწორი მხარის არჩევისას ჯილდოდ ისინი წვენს იღებდნენ. როდესაც პრეპარატების მეშვეობით ცხოველთა ნათხემის უკანა-ლატერალური ნაწილი დროებით გათიშეს, ამან დასწავლაზე იქონია გავლენა. კერძოდ, ჯილდოს მიუხედავად, მაიმუნებს უკვე უჭირდათ იმის გახსენება, თუ რომელი ხელი უნდა აემოძრავებინათ ფოტოს საპასუხოდ.

„როცა ნათხემის ამ რეგიონს თიშავ, ახლად დასწავლის პროცესი ფერხდება. ეს ძალიან ნელა ხდება, რამდენიმე ცდის განმავლობაში, და ქცევაც იმ დონის აღარაა, როგორიც იყო. ესაა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნათხემი ჯილდოთი განსაზღვრულ ინფორმაციას პრიმატებში კოგნიტიური ფუნქციის ფორმირებისთვის”, – ამბობენ ავტორები.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  COVID‑19‑ის შემდეგ თქვენ ჯერ კიდევ გრძნობთ სუსტად თავს? – შესაძლოა ეს იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ME/CFS)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights