სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიმუსიკა, როგორც თერაპია

მუსიკა, როგორც თერაპია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინი ჭაჭია მუსიკის, როგორც თერაპიული მიმართულების შესახებ გვიამბობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკა ბევრისათვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები უსმენენ მუსიკას, გასართობად, რელაქსაციისათვის, ყურადღების გადასატანად. გარდა ამისა, ბევრი, მუსიკას საკუთარი მიზნების მიღწევისა და ყოველიური საქმეების შესრულების მოტივაციის ასამაღლებლადაც იყენებს.

მუსიკას უძველესი დროიდან აქვს სამკურნალო დანიშნულება. საბერძნეთში, ეპიდავროსის ტაძარში, ცნობილი ექიმი ესკულაპი, მუსიკას სულიერად დაავადებულთა სამკურნალოდ იყენებდა. პითაგორას თქმით: „მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას”. ძველი დროის ექიმები – ჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები – თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სულიერად დაავადებული მეფე, საული, მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერასა და ქნარზე დაკვრას უსმენდა.

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ მუსიკალურ საკრავზე, კირთზე, დაკვრა მსმენელში ამაღლებულ გრძნობებს იწვევდა. კირთის საუკეთესო შემსრულებლად კი მიიჩნეოდა ხელოვნების ღმერთი აპოლონი. მაშინ, მედიცინა დაკავშირებული იყო ფილოსოფიასთან, მითოლოგიასთან, რელიგიასთან და ხელოვნებასთან, განსაკუთრებით მუსიკასთან  და ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ ექიმს  აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრისა და სიმღერის უნარი. ისინი ავადმყოფებს უნიშნავდნენ მუსიკალური თერაპიის კურსს  და მიიჩნეოდა, რომ  მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ჰომეროსი, თავის პოემაშიც კი აღწერს როგორ  იკურნებოდნენ მელოდიური მუსიკის დაკვრით დაჭრილი გმირები.  ბევრი სხვა   მოაზროვნე მიუთითებდა, რომ მუსიკა ზეგავლენას ახდენს ადამიანის  ხასიათზე, გავლენას ახდენს ემოციური და ფსიქოლოგიური  დაძაბულობის მოხსნაზე; ხელს უწყობს შინაგანი ჰარმონიის და ბალანსის შენარჩუნებას.

ყაზახმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე, ძალა და ტემბრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე. გერმანელი პროფესორის, ჰ. მენტცის აზრით, სასიამოვნო ბგერები ანელებენ გულის მუშაობას, ხოლო უსიამო ბგერები აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორმა ფერემ დაასკვნა, რომ მხიარული მელოდიები აფართოებენ სისხლძარღვებს და აძლიერებენ კუნთოვან ენერგიას, ხოლო ნაღვლიანი, დეპრესიული, სევდიანი მელოდიები იწვევენ კუნთოვანი ენერგიის მოდუნებას.

 

სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება თავისებური კათარზისის როლი ითამაშოს, ე. ი. მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებანი, მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები. მუსიკით შეიძლება შესუსტდეს მეტისმეტი აღგზნებულობა, მოიხსნას დამქანცველი ნერვიული და ფიზიკური გადაღლილობა, ან პირიქით, გაძლიერდეს, აღიგზნოს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს ადამიანი, შეიძლება გავარკვიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, დავინახოთ მისი სულიერი განცდები, ფიქრები, ჩამოვაყალიბოთ ადამიანის სულიერი პორტრეტი და საერთოდ, ვიმსჯელოთ ამ ადამიანის რაობაზე.

მუსიკალური თერაპია აძლიერებს ძირითადი მკურნალობის ეფექტს და აუმჯობესებს თერაპიულ შედეგებს. მუსიკალური თერაპიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თუ აშლილობის დროს. სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მუსიკა.

მუსიკალური თერაპიის უპირატესობაა ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი თერაპიული მიდგომის დროს: იქნება ეს ინდივიდუალური, სტაციონარული, ამბულატორიული თუ ჯგუფური. მუსიკის თერაპიის შედეგად პაციენტებს უმსუბუქდებათ სტრესი, ისინი მეტად კონცენტრირდებიან გამოჯანმრთელებაზე, უფრო ადვილად აღწევენ თერაპიულ მიზნებს. ამასთან, არ არის აუცილებელი გაიარაო მუსიკალური თერაპიის სპეციალურად შედგენილი პროგრამა იმისათვის, რათა მუსიკის მოსმენისგან სარგებელი მიიღო. საკმარისია ისეთი მუსიკის შერჩევა, რომელიც ხელს უწყობს კარგ გუნებაგანწყობილებას, თუ რელაქსაციას.

მუსიკალური თერაპიის მიზნები შესაძლოა მოიცავდეს:
– პაციენტის ემოციური ადაპტაციის გაძლიერებას;
– სტრესის შემცირების საშუალებით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას
– საკომუნიკაციო უნარების ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას;
– მსგავსი მუსიკალური ინტერესების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციაში ჩართულობის ხელსწყობას;

მუსიკა მნიშვნელოვანია ფსიქიკური პროცესების სტიმულაციაში და გავლენას ახდენს ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ამცირებს გულის ცემის სიხშირეს,  არტერიულ წნევას  და სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) გამოყოფას,  ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, დაძაბულობის მოხსნას.

მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას, თავის ტვინზე და აღმოჩნდა რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს განსაკუთრებით  საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას. ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას. შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუსიკის გამოყენება შფოთვის შესამცირებლად და სხვა თერაპიული მიზნებისთვის მრავალწლიან პრაქტიკას მოიცავს. მუსიკალური თერაპიის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, შეუძლია თუ არა კლიენტს ინსტრუმენტზე დაკვრა. მეტიც, ეს უნარი სულაც არ არის აუცილებელი.

ადამიანები, პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ირჩევენ, თუ რომელ მუსიკის ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. დიდწილად, პიროვნების ემოციური პასუხი მუსიკაზე დამოკიდებულია მის პირად გამოცდილებასა და მოგონებებზე და იმ კონტექსტზე, სადაც ხდება მუსიკის მოსმენა. ერთმა და იმავე მუსიკამ შესაძლოა განსხვავებული რეაქცია გამოიწვიოს სხვადასხვა სიტუაციაში, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე კონკრეტული მუსიკა უნივერსალურია სტრესთან გასამკლავებლად.

ნინი ჭაჭია 

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩი (IჩF), NLP ოსტატი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (APA), ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წევრი;

კონსულტაციაზე/თერაპიაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 595 75 11 22

https://www.ninichachia.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights