ისტორიის განმავლობაში ქალებმა მეცნიერებაში უამრავ ტექნოლოგიურ მიღწევებს დაუდეს საფუძველი და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც გააკეთეს. თუმცა, ბევრი მათგანი ჩრდილქვეშ დარჩა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათზე საუბარი.
წარმოგიდგენთ მეცნიერ ქალებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით:
ლიზ მეიტნერი: ბირთვული დაშლა
ლიზ მეიტნერმა აღმოაჩინა ურანის ნამდვილი ძალა – კერძოდ ის, რომ ატომის ბირთვები ზოგიერთი რეაქციის დროს იყოფა. სამწუხაროდ, აღმოჩენა მიაკუთვნეს მის ლაბორატორიულ პარტნიორს ოტო ჰანს, რომელმაც 1944 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.
მარგარეტ ნაიტი: ქაღალდის ჩანთა კვადრატული ფსკერით
1868 წელს მარგარეტ ნაიტმა გამოიგონა მანქანა, რომელიც კეცავდა და ქმნიდა ბრტყელ, კვადრატულ ფსკერიან ყავისფერ ქაღალდის ჩანთებს. მაღაზიაში მოდელის შემუშავებისას, კაცმა, სახელად ჩარლზ ანანმა მოიპარა იდეა და დააპატენტა. მოგვიანებით ნაიტმა შეიტანა სარჩელი და მოიპოვა მასზე უფლებები 1871 წელს.
ადა ლავლეისი: კომპიუტერული ალგორითმი
1800-იანი წლების შუა ხანებში ადა ლავლეისმა დაწერა ინსტრუქციები პირველი კომპიუტერული პროგრამისთვის. თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, აღიარება ამ შემთხვევაში გამომგონებელ ჩარლზ ბაბიჯს ხვდა წილად.
მასალის გამოყენების პირობები