პარასკევი, ივლისი 12, 2024
მთავარიშენი ექიმინაწლავის მიკრობიოტა – როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი

ნაწლავის მიკრობიოტა – როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი

დაბადების ტიპის გავლენა ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე
იმუნიტეტი.  სწორედ  მის  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული ფუნქციონირება.  იმუნური სისტემა დაბადების პირველივე წუთებიდან ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას –  პათოგენებისგან დაცვას.   ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დაბადების მომენტში  ის ჯერ კიდევ  არაა სრულად  მომწიფებული  და ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის  განმავლობაში ხდება იმუნიტეტის განსაკუთრებით ინტენსიური განვითარება. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმუნიტეტის  ფორმირებისთვის.  გაიგეთ,  რა ფაქტორები მოქმედებენ  მიკრობიოტის  შემადგენლობაზე, როდის და როგორ ვითარდება ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ბიფიდობაქტერიებს.

ნაწლავის მიკრობიოტა – რა არის ეს?
იმუნიტეტის განვითარება, რომელიც მთელი ორგანიზმის მომწიფების ძირითადი პროცესია, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 12 წლის ასაკამდე. ნაწლავი, მიუხედავად იმისა, რომ  მიეკუთვნება  საჭმლის მომნელებელ  სისტემას, ითვლება იმუნური  სისტემის  აუცილებელ   კომპონენტად. ის შეიცავს  სხეულის იმუნური უჯრედების 70-80%-ს, და  ნაწლავის მიკრობიოტა, ანუ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან საჭმლის მომნელებელ  სისტემაში  რთულ  ეკოსისტემას, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის განვითარების პროცესში. ნაწლავის მიკრობიოტას აქვს მრავალი ფუნქცია და მისი სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობის სწორად ფორმირებას დაბადებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.

როცა ახალშობილი ევლინება სამყაროს, მისი გარემო მთლიანად იცვლება – მანამდე ნაყოფი ვითარდებოდა დედის საშვილოსნოში, რომელშიც შეზღუდული იყო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. დაბადებისას ახალშობილი იწყებს კონტაქტს მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ყველგან არიან – დედის კანზე, ჰაერში, საგნებზე და ასევე გადაეცემიან  სამედიცინო პერსონალისგან.

„ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირება უკიდურესად დინამიური პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოს, ჰორმონული ცვლილებების, დედის ნაწლავის მიკრობიოტის, გენეტიკური ფაქტორების და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთქმედებას.  სიცოცხლის პირველი წლები არის  ყველაზე ინტენსიური ცვლილებების პერიოდი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის პერიოდი (ჩასახვის მომენტიდან დათვლილი) არის მისი ჯანმრთელობის პროგრამირების დრო” – განმარტავს პროფესორი იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მანაროლა – იტალიის ულამაზესი წყლისპირა ქალაქი

მანაროლა – იტალიის ულამაზესი წყლისპირა ქალაქი

12 July, 2024
VIDEO: მისი ყოველი თმის ღერი მიყვარდა. უეცრად გარდაიცვალა. მუდამ შეყვარებული ვარ და ეს მაბედნიერებს – ნანა შელია

VIDEO: მისი ყოველი თმის ღერი მიყვარდა. უეცრად გარდაიცვალა. მუდამ შეყვარებული ვარ და ეს მაბედნიერებს – ნანა შელია

12 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

ივლისი 10, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია

ივლისი 10, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მოამზადეთ უგემრიელესი ვარენიკები კენკრითა და ხაჭოთი

მოამზადეთ უგემრიელესი ვარენიკები კენკრითა და ხაჭოთი

ივლისი 12, 2024
როგორ ვებრძოლოთ აკნეს სახლის პირობებში

როგორ ვებრძოლოთ აკნეს სახლის პირობებში

ივლისი 12, 2024
რომელია  საუკეთესო ადგილები „ველური“ დასვენების მოყვარულთათვის

რომელია საუკეთესო ადგილები „ველური“ დასვენების მოყვარულთათვის

9 ივლისი 2024
12 ივლისიდან საავტომობილო მოძრაობა იზღუდება შემდეგ ქუჩებზე

12 ივლისიდან საავტომობილო მოძრაობა იზღუდება შემდეგ ქუჩებზე

ივლისი 12, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights