სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს

ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელსაც ადამიანთა მომავლის პროგნოზირება შეუძლია, მათ შორის სიკვდილის დროსიც.

ნაშრომი ჟურნალში Nature Computational Science გამოქვეყნდა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ადამიანების ცხოვრების შედეგები.

„მოდელი გამოვიყენეთ, რათა პასუხი გაგვეცა ფუნდამენტური კითხვისთვის: რამდენად ზუსტად შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება იმ პირობებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც წარსულში მოხდა?” — განაცხადა სუნე ლემანმა, ნაშრომის ავტორმა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.

მეცნიერებმა დანიის 6 მილიონი მოქალაქის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სამუშაოს უკავშირდებოდა. ასე შექმნეს life2vec, “გარდამქმნელი მოდელი”, რომელსაც შეუძლია, კონტექსტი გაიგოს და მიწოდებული ერთი ტიპის ინფორმაციიდან სხვა მონაცემები დაგვიბრუნოს.

ამ შემთხვევაში საწყისი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალია: დაბადების დრო და ადგილი, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ანაზღაურება. მეორე მხრივ, კვლევას თუ დავუჯერებთ, დაბრუნებული მონაცემები ყველაფერს პროგნოზირებს, “ნაადრევი სიკვდილი” იქნება ეს თუ “პიროვნული ნიუანსები”.

“ამაღელვებელი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებას იგი მოვლენათა გრძელ თანმიმდევრობად აღიქვამს იმის მსგავსად, როგორც ენაში წინადადება შედგება სიტყვათა სერიისგან”, — განმარტა ლემანმა.

გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად ზუსტია ეს პროგნოზები.

ამას გარდა, ნაშრომის ავტორი ამბობს, რომ ეთიკური პრობლემები ნამდვილად შეიქმნება, თუკი მოდელი ზუსტი აღმოჩნდა — მსგავს პროგნოზებს ხომ უკვე არაერთი კომპანია იყენებს, რათა ჩვენგან მოგება მიიღოს.

“ცხოვრებისეული მოვლენებისა თუ ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის მსგავს ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩვენს ქცევას ადევნებს თვალს, ჩვენს ზუსტ პროფილებს ქმნის და ამ პროფილებს იყენებს, რათა ჩვენი ქცევა წინასწარ განსაზღვროს და გავლენა იქონიოს ჩვენზე”, — განაცხადა მეცნიერმა.

გაცილებით მეტი კვლევა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა AI-ს რეალურად წინასწარ განსაზღვროს მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილის დრო იწინასწარმეტყველოს.

  როგორ ვრცელდება HMPV ვირუსი, რამდენ ხანს გრძელდება...

ლემანის აზრით, კაცობრიობამ უნდა გადაწყვიტოს, საით მივყავართ ამ ტექნოლოგიას და რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights