სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბოლო 15 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ახალგაზრდა ასაკში კოლორექტალური კიბოს შემთხვევებმა

ბოლო 15 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ახალგაზრდა ასაკში კოლორექტალური კიბოს შემთხვევებმა

ბოლო 15 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ახალგაზრდა ასაკში კოლორექტალური კიბოს შემთხვევებმა.
2021 წელს, აშშ-ს პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფმა (USPSTF) კოლორექტალური კიბოს სკრინინგისთვის რეკომენდებული ასაკი 50-დან 45 წლამდე შეამცირა და რეკომენდაციას უწევს ამ მიზნით, 45-დან 75 წლამდე პირების რეგულარულ სკრინინგს.
მათ, ვინც აშშ-ში ცხოვრობს, ზემოთ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება და აქვს მედიქეიდზე დაფუძნებული თუ სხვა სახის ჯანმრთელობის დაზღვევა, ძირითადად, სკრინინგი სრულად უფინანსდება დაზღვევის მიერ.
ნიუ იორკის შტატს აქვს უფასო სკრინინგ პროგრამა დაზღვევის არმქონე პირებისთვის(კომენტარებში მივუთითებ საკონტაქტო ინფორმაციას).
საქართველოში რეგულარული სკრინინგის ასაკი 50 წლიდან იწყება. თუმცა, თუ გაქვთ რაიმე რისკ-ფაქტორი, შეიძლება სკრინინგის დაწყება 40 წლის ასაკში ან უფრო ადრეც.
ჩაიტარეთ სკრინინგი, რათა თავიდან აიცილოთ ადრეული კოლორექტალური კიბოს განვითარება!.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი? - გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights