სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა დაადგინეს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) E. bugandensis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის 13-მა შტამმა მუტაცია განიცადა. ისინი ახლა დედამიწაზე არსებული იმავე მიკრობებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.

ორწლიანი კვლევისას მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აღმოაჩინეს წამლის მიმართ მდგრადი E. bugandensis-ის 13 შტამი. ბაქტერია სადგურის ფარგლებში სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს.

ISS ბაქტერიების გადარჩენისა და ადაპტაციის შესასწავლად იდეალური ადგილია. შესაძლოა, მიკროგრავიტაციაში ამგვარ ორგანიზმებს რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეთ, რაც ასტრონავტთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია.

ISS შტამების ანალიზმაგამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები. მაგალითად, საშუალოდ 578 რთული მუტაცია.

პლანეტაზე მობინადრე შტამებთან შედარებამ საერთო ჯამში საშუალოდ 578 რთული მუტაცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე განლაგებულ სადგურში ბაქტერიებს სხვაგვარი გენეტიკური ვარიაციები აქვთ. კერძოდ, მათში უფრო მეტი ისეთი გენია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ამინომჟავების გადატანასთან.

ამ მიკრობებში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ შტამებში არაა. ეს მიუთითებს, რომ ისინი გადასარჩენად კოსმოსის პირობებთან ადაპტირდნენ. მათში 23 სხვადასხვა პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაც გამოავლინეს, 13-ივე გენომში კი ACT-77-ის ჯგუფში შემავალ გენს მიაკვლიეს, რომელიც ძლიერ რეზისტენტობაზე მიანიშნებს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ზოგიერთმა ორგანიზმმა გამოიყენა ამ მექანიზმების კომბინაციები ანტიბიოტიკების მიმართ წინააღმდეგობის მოსაპოვებლად. ამ ბაქტერიებში ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის 4 მექანიზმი დაფიქსირდა, ესენია: სამიზნის შეცვლა, ანტიბიოტიკის სეკრეცია, ანტიბიოტიკების შემცირებული შეღწევადობა და მათი ინაქტივაცია. ზოგ ორგანიზმში ამ მექანიზმების კომბინაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ისინი მათთვის უნიკალური არაა, რადგან დედამიწაზეც ფიქსირდება.

მეცნიერებმა ის მიკრობებიც შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში E. bugandensis-თან თანაცხოვრობენ, რათა იქაური ბიოუსაფრთხოების შესახებ მეტი გაეგოთ. მათ შორის მეტაბოლური ურთიერთქმედების ანალიზისას შენიშნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია E. bugandensis-გან უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე სხვები, ანუ ის ISS-ში, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ცხოვრება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights