ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმითირ­კმლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა - მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად თირ­კმლის ფუნ­ქ­ც­ი­­­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა

თირ­კმლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა – მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად თირ­კმლის ფუნ­ქ­ც­ი­­­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა

თირ­კმლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა

იმის გა­მო, რომ მხო­ლოდ ანა­ლი­ზე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია სის­ხლძარ­ღვის დახ­შო­ბის ამოც­ნო­ბა, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბიც არის სა­ჭი­რო. ისი­ნი თირ­კმლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლა­დაც გა­მოდ­გე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით (ან­გი­ოგ­რა­ფი­ით), დოპ­ლე­რუ­ლი ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ით, იზო­ტო­პის პერ­ფუ­ზი­უ­ლი სკა­ნი­რე­ბით შე­საძ­ლოა დად­გინ­დეს, რომ და­ზი­ა­ნე­ბულ თირ­კმელ­ში სის­ხლის ნა­კა­დი შემ­ცი­რე­ბუ­ლი ან შეწყ­ვე­ტი­ლი­ა.
მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი­დან თი­თო­ე­ულს აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი და მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფია ძა­ლი­ან ზუს­ტი მე­თო­დე­ბი­ა, მაგ­რამ პირ­ვე­ლის დროს სა­ჭი­როა ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც თირ­კმლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სას კი­დევ უფ­რო ზრდის მი­სი და­ზი­ა­ნე­ბის რისკს. მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნა­ნ­სუ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფი­ის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა (გა­დო­ლი­ნი­უ­მი), რო­მელ­მაც თირ­კ­მლის­მი­ე­რი სის­ტე­მუ­რი ფიბ­რო­ზი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს მთელ სხე­ულ­ში ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი წარ­მო­იქ­მნე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა უე­ფექ­ტო­ა.
დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბი არ­ტე­რი­ოგ­რა­ფი­ით მი­ი­ღე­ბა. ამ დროს კა­თე­ტე­რი არ­ტე­რი­ა­ში შეჰ­ყავთ, რაც ზოგ­ჯერ მის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ამას­თან, კიმ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფი­ის მსგავ­სად, სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც არის სა­ჭი­რო, რაც თირ­კმლის და­ზი­ა­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.
არ­ტე­რი­ოგ­რა­ფია მხო­ლოდ მა­შინ ტარ­დე­ბა, რო­ცა სის­ხლძარ­ღვის გა­მავ­ლო­ბის აღ­სად­გე­ნად ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ან ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა არის გან­ზრა­ხუ­ლი. თირ­კმლის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნას რე­გუ­ლა­რუ­ლად აფა­სე­ბენ ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის, რა­დი­ო­ნუკ­ლი­დუ­რი სკა­ნი­რე­ბის ან სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.
პროგ­ნო­ზი
მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად თირ­კმლის ფუნ­ქ­ც­ი­­­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ხში­­რად აღდგე­ნა სრუ­ლი არ არის. ორ­გა­ნიზ­მის სხვა ნა­წი­ლებ­ში (მა­გა­ლი­თად, გულ­ში) წარ­მოქ­მნი­ლი კოლ­ტით არ­ტე­რი­ის და­ცო­ბის შე­მ­თხვე­ვა­ში პროგ­ნო­ზი არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო­ა. ამ დროს მსგავ­სი შე­ნა­დე­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­გა­ნაც, ტვინ­ში ან ნაწ­ლავ­ში, მოხ­ვდეს და ისი­ნიც და­ა­ზი­ა­ნოს.

მკურ­ნა­ლო­ბა
მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნია სის­ხლის ნა­კა­დის კი­დევ უფ­რო შემ­ცი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და მი­სი აღ­დგე­ნა. თუ მი­ზე­ზი კოლ­ტი­ა, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბი, ანუ სის­ხლის შე­დე­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ისი­ნი ჯერ ინ­ტრა­ვე­ნუ­რად შეჰ­ყავთ, შემ­დეგ, უფ­რო ხა­ნ­გრძლი­ვად, და­სა­ლე­ვად აძ­ლე­ვენ პა­ცი­ენტს. მა­თი ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­ნა­დე­დი ზო­მა­ში აღარ იზ­რდე­ბა და ახ­ლის წარ­მოქ­მნის რის­კიც ნაკ­ლე­ბი­ა. კოლ­ტე­ბის დამ­შლე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (ფიბ­რი­ნო­ლი­ზუ­რი ან თრომ­ბო­ლი­ზუ­რი) შე­იძ­ლე­ბა ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტებ­ზე უფ­რო ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გეს, თუმ­ცა ისი­ნი მხო­ლოდ მა­შინ აუმ­ჯო­ბე­სებს თირ­კმლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რო­ცა არ­ტე­რია სრუ­ლად არ არის დახ­შუ­ლი ან შე­ნა­დე­დის სწრა­ფად დაშ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სის­ხლძარ­ღვის სრუ­ლად და­ცო­ბი­დან 30-60 წუთ­ში შე­უქ­ცე­ვა­დი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, ფიბ­რი­ნო­ლი­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს პირ­ველ 3 სა­ათ­ში.
დახ­შუ­ლი არ­ტე­რი­ის კოლ­ტის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ზოგ­ჯერ მი­მარ­თა­ვენ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას, რო­მელ­საც გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის დი­დი ალ­ბა­თო­ბა ახ­ლავს თან, თირ­კმლის ფუნ­ქცი­ას კი ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტებ­ზე ან ფიბ­რი­ნო­ლი­ზურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე უკეთ ვერ აღად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქმის ყო­ველ­თვის, ოპე­რა­ცი­ას მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას არ­ჩე­ვენ. თუ მი­ზე­ზი ტრავ­მა­ა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­ტე­რი­ის მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩარე­ვით.
რო­ცა თირ­კმლის არ­ტე­რია ათე­როს­კლე­რო­ზის ან ფი­ბ­რო­მუს­კუ­ლუ­რი დის­პლა­ზი­ის გა­მო იხ­შო­ბა, ექიმ­მა არ­ტე­რი­ა­ში, სა­ზარ­დუ­ლი­დან, ბარ­ძა­ყის არ­ტე­რი­ის გავ­ლით, შე­იძ­ლე­ბა ბა­ლო­ნუ­რი კა­თე­ტე­რი შე­იყ­ვა­ნოს. ეს უკა­ნას­კნე­ლი შემ­დეგ იბე­რე­ბა და დახ­შუ­ლი სის­ხლძარ­ღვი მე­ქა­ნი­კუ­რად ფარ­თოვ­დე­ბა. პრო­ცე­დუ­რას კან­გავ­ლი­თი ტრან­სლუ­მი­ნა­რუ­ლი ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა ეწო­დე­ბა. ამ დროს არ­ტე­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე მი­ლი, სტენ­ტი ჩა­იდ­გას, რა­თა არ­ტე­რია ხე­ლახ­ლა არ და­იხ­შოს. რო­ცა ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა ეფექ­ტუ­რი არ არის, შე­იძ­ლე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო დახ­შო­ბის ად­გი­ლის ამო­საკ­ვე­თად ან სის­ხლის ნა­კა­დის­თვის შე­მოვ­ლი­თი გზის შე­საქ­მნე­ლად.

  კომპიუტერული მხედველობის სინდრომი – როგორ დავიცვათ თვალები

ფიბ­რო­მუს­კუ­ლუ­რი დის­პლა­ზია – თირ­კმლის არ­ტე­რი­ის დახ­შო­ბის მი­ზე­ზი

ფიბ­რო­მუს­კუ­ლუ­რი დის­პლა­ზია უპი­რა­ტეს­წი­ლად 15-50 წლის ასა­კის ქა­ლე­ბის ხვედ­რი­ა. და­ა­ვა­დე­ბის გა­­მო­მ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თირ­კმლის არ­ტე­რი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლით (თირ­კმლის არ­ტე­რი­ის სტე­ნო­ზი).
შემ­თხვე­ვე­ბის 10%-ში თირ­კმლის არ­ტე­რი­ის შე­ვიწ­რო­ე­ბა მოზ­რდი­ლებ­ში სწო­რედ ამ და­ა­ვა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ხში­რია სის­ხლის არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა­ა. ამ ჩა­რე­ვის შემ­დეგ ზოგ­ჯერ შე­ვიწ­რო­ე­ბა აღარ მე­ორ­დე­ბა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ან მცირ­დე­ბა, ან ნორ­მას უბ­რუნ­დე­ბა. იშ­ვი­ა­თად და­ა­ვა­დე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას იწ­ვევს.

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის ბი­ო­ლო­გია

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights