ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარისხვა-ამბებისპეციალისტის რჩევა - რომელ ასაკში როგორი ვარჯიშებია მიზანშეწონილი

სპეციალისტის რჩევა – რომელ ასაკში როგორი ვარჯიშებია მიზანშეწონილი

ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა და ეფექტი რომ აქვს, ამაზე დღეს უკვე აღარ დაობენ. თუმცა ვარჯიში, რომელსაც 20 წლის ადამიანი აკეთებს, 60 წლისამ არ უნდა აკეთოს, ასევე არ არის რეკომენდებული იმავე ინტენსივობით ვარჯიში, როგორც ახალგაზრდები ვარჯიშობენ. ამის შესახებ ნიდერლანდელი ფიზიოთერაპიის სპეციალისტი და დოცენტი ჯული ბროდერიკი Slate.fr-ზე წერს.

სპეციალისტის თანახმად, ბავშვობის პერიოდში ფიზიკური აქტივობა წონის კონტროლში, ჯანმრთელი ძვლების ჩამოყალიბებაში, თვითდაჯერებულობასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ამიტომ რეკომენდაციაა, რომ ბავშვებმა არანაკლებ დღეში 1 საათი ივარჯიშონ.

მოზარდობის პერიოდში სპორტული აქტივობების ჩვევა თანდათან მცირდება, განსაკუთრებით გოგონებში. ფიზიკური დატვირთვა კი ამ დროს სხეულის კარგი ფორმის შესაძლებლობას იძლევა, ასევე ხელს უწყობს სტრესთან და შფოთვასთან გამკლავებას. სპეციალისტის თქმით, მოზარდებს უნდა მოუწოდონ რომ გუნდური სპორტული სახეობები გააგრძელონ ამ ასაკში, ასევე კარგია ცურვა და მსუბუქი აერობიკა.

25 წლის ასაკში ადამიანის ფიზიკური ფორმა საუკეთესოა. ამ დროს ორგანიზმში VO2max-ი (ვარჯიშის დროს კუნთების მიერ მოხმარებული ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა) უმაღლეს დონეზეა. ამ ასაკის შემდეგ VO2max-ი მცირდება (წლიურად დაახლოებით 1%-მდე) და რეაქციის დრო კლებას განაგრძობს ყოველწლიურად. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ამ პროცესის შენელება შეუძლია.

30 წლის ასაკში, როგორც წესი იზრდება კარიერის და ოჯახის როლი ცხოვრებაში. ფიზიკური უნარიანობის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი მდგომარეობის შენარჩუნება და საკმარისი ფიზიკური ძალა.

“ჭკვიანად ივარჯიშეთ. სცადეთ მაღალ ინტენსიური ინტერვალით ვარჯიშები (HIIT)… ქალებისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ, სასარგებლოა მენჯის კუნთების გაძლიერების სავარჯიშოები, ე.წ. კეგელის ვარჯიშები. გაამრავალფეროვნეთ თქვენი სავარჯიშო სისტემა, რათა უფრო საინტერესო გახადოთ”, – წერს ჯული ბროდერიკი.

40 წლიდან ბევრი ადამიანი წონაში მატებას იწყებს. მძიმე საგნებით ვარჯიშები ამ დროს საუკეთესოა კალორიების დასაწვავად, ის შეზღუდავს ცხიმების დაგროვებას და კუნთის მოშვებას.

50 წლიდან შეიძლება თავი იჩინოს ტკივილებმა და ქრონიკულმა დაავადებებმა, როგორიც არის მეორე ტიპის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ ასაკში სატრენაჟორო დარბაზში სიარული რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ, რათა კუნთების მასა შენარჩუნდეს; ამ პერიოდში უნდა გაკეთდეს ის ვარჯიშები, რის შესაძლებლობასაც სხეული იძლევა.

60 წლის ასაკში ვარჯიშები ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, მაგალითად გულის დაავადების და მეორე ტიპის დიაბეტის. ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა და უნარი მცირდება, აქ უკვე მთავარია რომ დარჩეთ აქტიურად, მაგალითად კარგი საშუალებაა ცეკვის გაკვეთილები (მაქსიმუმ კვირაში ორჯერ).

70 წლის შემდეგ ვარჯიშები ორგანიზმს ეხმარება თავიდან აიცილოს სისუსტე, რომელიც თან ახლავს სიბერეს, ასევე დაცემის რისკი. ამ ასაკში ვარჯიში ასევე მნიშვნელოვანია კოგნიტური უნარებიც. ამ პერიოდში საუკეთესოა სეირნობა.

“ყველაზე მთავარი ერთი რამის დამახსოვრებაა – არასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა”, – ამბობს სპეციალისტი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights