ეგო მხოლოდ ილუზიაა, მაგრამ ძალიან გავლენიანი. ეგო-ილუზიას შეუძლია შენი იდენტობა გახდეს, შეიძლება ხელი შეგიშალოს საკუთარი თავის შეცნობაში.
ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი პერსპექტივის მიღმა გასვლის სურვილითა და შესაძლებლობებით.
ეგოს გაგება და მართვა ხშირად პირველი ნაბიჯია, რათა ნახო ვინ ხარ სინამდვილეში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იდენტიფიკაციას გაუკეთებ და აღიარებ საკუთარი ეგოს გავლენას, შეგიძლია დაიწყო საკუთარი თავის შეცნობა
რა არის ეგო? ეგო ფსიქიკის მატყუარაა. ეს არის არასწორად აზროვნების მცდელობა აღიქვა და დააპროექტო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გსურს იყოს და არა ისეთი, როგორიც ხარ.
რწმენის გასაძლიერებლად და საკუთარ თავში ეჭვის დასაძლევად, ის იყენებს სიტუაციებს, რათა საკუთარი თავის შეაქოს და გაამხნევოს მაგრამ არა გულწრფელად.
როცა ეჭვიანობ, ეს შენი ეგოა.
როცა თითს მხოლოდ სხვისაკენ იშვერ ეს შენი ეგოა.
როცა ყურადღებას ითხოვ, ეს შენი ეგოა.
ეგო ყოველთვის შიშის ემოციიდან მოდის; შიში იმისა, რომ რაღაც არ გესიამოვნება, მოგეწონება, დაკარგავ… პატივისცემას, ძალაულებას, სტაბილურობას.
ასევე შეცდომის დაშვების შიში. ეგოს დაძლევა და შიშის განთავისუფლება არის მარტივი სამუშაოა. ამიტომ ეგოსგან ემანსიპაცია ძალზე იშვიათია.
ეგო, რომელიც ასახულია პიროვნებაში, გამოვლინდება ხუთ ასპექტში.
იმის გამო, რომ ეგო ყოველთვის შიშიდან მოდის, თითოეული დომინანტური პიროვნების თვისება შეიცავს შიშზე დაფუძნებულ ეგო ხაფანგს.
შენი ეგოს პირველი ხაფანგი.
შენ ეგოს სურს დომინირება
მუდმივი სურვილი მართავდეს და აკონტროლებდეს შენს ცხოვრებას.
ის ფიქრობს, რომ კონტროლის მიღწევა შეუძლია ადამიანებზე და სიტუაციებზე კონტროლით.
თუ კი თქვენი ეგო გრძნობს რო გარკვეულ სიტუაციაში მასზე ვინმე დომინირებს ის იწყებს წუწუნს და ეცლება იმ სიტუაციას.
ეგოს ყოველთვის ექნება აზრი ყველაფერზე . ეგოს არ შეუძლია იყოს ნეიტრალური, აზრის გარეშე. შენი ეგო ემოციების გარეშე ვერ ილაპარაკებს. სიმართლის თქმა ძალიან რთულია ეგოსთვის, ამიტომ ის თავს აფარებს და ირჩევს თუნდაც ტყუილს. ის ვერ გრძნობს, რა ხდება შიგნით, ამიტომ ის ავლენს ქცევებს რომ თავი დაიცვას და გაიმართლოს. მას უჭირს უარის თქმა, რადგან არსებითად მას ეშინია უარყოფის. ის გადაწყვეტილებებს გონებით იღებს და არა გულით.
1. გახდი ცნობიერი.
გახდი ცნობიერი. ახლა უკვე იცნობ შენს ეგოს ეს მის ზეგავლენას ამცირებს … მაგრამ ფრთხილად, ეგო ძალიან ჭკვიანია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მის ხაფანგში დარჩე.
2. მოიშორე შენი შიშები, ისწავლე მანტრების მოსმენა , რომელიც დაგეხმარება.
მაგალიტად Ang Sang Wahe Guru. Ang არის “ნაწილი”. მთელი წინადადება ნიშნავს: დაუსრულებელი არსება, უფალი ჩემთანაა და ვიბრირებს ყველა ჩემს უჯრედში.
ისწავლე თანაგრძნობა. საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება ეგოს საწინააღმდეგოდ. დააფიქსირე შენი მიზნები პრიორიტეტიბი და განუწყვეტლივ იფიქრე იმაზე, თუ როგორ მოქმედებს შენი გადაწყვეტილებები სხვებზე.
იპოვნე მისაბაძი მაგალითი ლიდერები კარგი მენტორები და აქტიური ადამიანები, რომლებიც ქმნიან ავთენტურ კულტურას. მიმართე მათ დასახმარებლად. მათი გვერდიდან დაკვირვება დაგეხმარება შეიცნო და მართო შენი ეგო.
განავითარე მადლიერების გრძნობა. შენ არ შეგიძლია იყო გულგრილი და ამავე დროს მადლიერების გრძნობააც გქონდეს. დაიწყე შენი მადლიერება დღეს. ყოველი დღის ბოლოს წერ პატარა ფურცელზე, რისთვისაც მადლობელი ხარ და ამას დებ მადლიერების ქილაში. ეს გეხმარება დაფიქრდე რაიმე პოზიტიურზე. შენი სადჰანას (დილის პრაქტიკა) ამ ნაწილის გაკეთება, მოგცემს საოცარ შედეგებს და უამრავ ბედნიერებას.
და ბოლოს ეგოზე მუშაობისას აღმოაჩენ რომ შენ არ ხარ შენი ფიქრი, არ ხარ შენი ემოცია. თუ კი ეგოსგან გათავისუფლდები აღმოაჩენ ვინ ხარ სინამდვილეში და რა გინდა.
3. შენი ეგო ყოველთვის იმართლებს თავს, ის თავის გამართლების ოსტატია, ძალიან კრეატიულია იმის თაობაზე, თუ რატომ გააკეთა ან არ გააკეთა რაღაც და სჯერა საკუთარი ახსნა -განმარტების. მიდრეკილია საკუთარი თავის გამართლებისა და ძალიან დეტალურად ყვება ამბავს საკუთარი საქციელის გასამართლებლად. მას უჭირს ცვლილებების აღიარება და ყველაფერს ერთი არჩეული გზით აკეთებს.
4. მეოთხე ხაფანგი.
შენი ეგო ყოველთვის ადანაშაულებს სხვებს. ეს მე არ ვიყავი … ის სხვებს ადანაშაულებს, რომ შენი მდომარეობის მიზეზი გაამართლოს. შენ ეგოს უჭირს საკუთარი თავს გვერდიდან შეხედოს და პასუხისმგებლობა აიღოს მასზე. ის უფრო მეტ ენერგიას დებს დამნაშავეების ძიებაში, ვიდრე გამოსავლის პოვნაში.
მაგალითად, ეს ცუდი ბავშვობის ბრალია, დაადანაშაულებს მშობლებს, სკოლას და ა.შ. … შენს თავში პატარა ხმა ყოველთვის მიუთითებს სხვას შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე. იგი არასოდეს დააკვირდება სიტუაციის საკუთარ წილს. იგი არ აცნობიერებს, რომ ეს ამ გზით ხდება სხვებზე ან გარემოებებზე დამოკიდებული. იგი თავს დაზარალებულად წარმოაჩენს და სხვების შეცვლას ელოდება.
შენს ეგოს ყოველთვის სურს რომ იყოს მართალი სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანებთან ურთიერთობისას. ის დარწმუნებულია, რომ არის უმაღლესი, მას ყოველთვის აქვს აზრი და ის სავსებით შესაძლებელია იყოს კრიტიკული. მაგრამ თუ კი სხვისაგან მოდის კრიტიკა ის გრძნობს რომ მას დაესხნენ თავს, ამიტომ სხვა ყოველთვის არა სწორია. ზუსტად მისი დამსახურებითაა ხშირი კონფლიქტები ურთიერთობებში სამსახურში, და ა.შ. …
ახლა როცა უკვე იცი შენი ეგოს , მე გირჩევ თუ
როგორ შეაჩერო ეგოს ხაფანგები.