სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„კითხვის უნარის დაქვეითება არის გენეტიკური“ - ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევი მიზეზები და...

„კითხვის უნარის დაქვეითება არის გენეტიკური“ – ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევი მიზეზები და გენეტიკის მნიშვნელოვანი როლი

​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გენეტიკის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:

„ეს არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა. არის თუ არა ეს მემკვიდრეობითი? ლიტერატურაში ყველაზე დიდი მოცულობა არის კითხვის კვლევების. ტერმინს „დისლექსია“ დღეს უკვე ნაკლებად ხმარობენ. ეს იგივეა, რაც კითხვის უნარის დაქვეითება. ყველაზე ბევრი კვლევა არის დისლექსიაზე, რომ ეს არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით. ვერ/არ აზუსტებენ, რომელი გენები აკონტროლებენ ამას. ხშირად ისტორია არის, რომ მამაკაცის ხაზით ან ერთ, ან მეორე მხარეს აქვთ ხოლმე კითხვისა და წერის პრობლემები, მათემატიკის ნაკლებად.“

„რა იწვევს ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობას? ​მხოლოდ ერთი ფაქტორი არასდროს არ არის ხოლმე გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია მუცლად ყოფნისას თავის ტვინის პრენატალური განვითარების თავისებურებები. ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება და გადის ხუთ ეტაპს. როდესაც ნეირონების დიდი ნაწილი არ კვდება და ბევრი ნეირონი რჩება, ეს ცუდია. როდესაც ბევრი ნეირონი კვდება და ცოტა რჩება, ესეც ცუდია. ნეირონების მიგრაცია – აქ არის ჩვენი უბედურება. ნეირონები გამრავლების შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შუბლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს კეფაში, საფეთქლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს შუბლში. წარმოიდგინეთ, რა ხდება ასეთი ადამიანის ტვინში. ტვინი არ არის დაზიანებული. ნეირონული ქსოვილი დაზიანებული არ არის. ტვინის ფუნქციები დროზე არ ყალიბდება, რაც იწვევს დასწავლის პრობლემებს. მეორე მიზეზი არის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია. ტვინის ორ ჰემისფეროს თავისი ფუნქციები აქვს. ორივე ტვინი მონაწილეობს ნებისმიერ ჩვენს ქცევაში. კითხვის ათვისებას ორივე ჰემისფერო სჭირდება. კითხვა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყება. ასოები უნდა გაარჩიო. ცუდი მკითხველისთვის შემდეგ მარცხენა ჰემისფეროზე გადასვლა არ ხდება, ის რჩება ამ სტრატეგიაზე“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  WHO-ს მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სენეგალში მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხების დასანერგად ოფიციალურ ვიზიტს მართავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights