სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიყივანახველის საგანგაშო სტატისტიკა - რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები

ყივანახველის საგანგაშო სტატისტიკა – რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები

ბავშვთა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მატების მიზეზი კიდევ ერთი ვირუსული ინფექციის გავრცელება გახდა. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები – ყივანახველას დიაგნოზს ექიმები უკვე ყოველდღიურად სვამენ.

კლინიკებში პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დროს ხვდებიან, როცა მდგომარეობა ფილტვების ანთებით რთულდება. ამ ვირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლირებადი, თუმცა მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს.

წელს საქართველოში ყივანახველის უკვე 235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ვირუსით მხოლოდ 19 ადამიანი დაინფიცირდა.

ყივანახველა იმ კატეგორიის ვირუსული ინფექციაა, რომლით ინფიცირების დროსაც ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, კლინიკური პერიოდი სამ თვეზე მეტხანს გრძელდება. მკურნალობის ეტაპზე კი, ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, ანტიბიოტიკის ჩართვაც საჭირო ხდება.

პრევენციის მთავარ ფაქტორად მედიკოსები ვაქცინაციის ასახელებენ. სპეციალისტები, რომლებიც ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს ყოველდღიურად იღებენ, მოსახლეობას სავალდებულო აცრისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსები ყივანახველას შემთხვევების კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებიან. სასუნთქი გზების ამ და სხვა ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზად ექიმები, კოვიდპანდემიის დროს, სხვა ვირუსებზე იმუნიზაციის შემცირებას ასახელებენ.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights