სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარისამინისტრო„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს -...

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს – ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს“- მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებზე

„სახელმწიფო პროგრამაში, რა მედიკამენტიც არის გათვალისწინებული იმის დეფიციტი დღეს არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაცინეტებზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

„ნუ შევქმნით პანიკას და გავუფრთხილდეთ პაციენტების ინტერესებს, რომ ტყუილად, არასწორ აჟიოტაჟს ნუ დავთესავთ. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, ასეთი დეფიციტი არ არსებობდეს არც მომავალში. რა ნაკლოვანებებიც შეიძლება არსებობდეს კომუნიკაციის, ლოგისტიკის თვალსაზრისით, ამ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმირებულია და ამ თემაზეც მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია „სამედიცინო სიახლეები ქირურგიაში“ ჩატარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights