კვირა, მარტი 30, 2025
მთავარიშენი ექიმი„ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი...“ - რა სიმპტომებით ვლინდება საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების...

„ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი…“ – რა სიმპტომებით ვლინდება საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების დაავადება და რა ფაქტორები ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას?

რა სიმპტომებით ვლინდება საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების დაავადება და რა ფაქტორები ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას?

საუბრობს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო საფარიშვილი გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„პირველი, რაც გამოხატულია, პაციენტს ყურის მიდამოში ტკივილები ეწყება. უფრო ხშირად ჩვენთან გოგონები მოდიან, რადგანაც სველი თავით გარეთ, ქარში გადიან. ყველა სახსარს თავისი სინოვიალური სითხე აქვს. ასევეა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის შემთხვევაშიც. არსებობს დისკო. დისკოსთან როკისებურმა მორჩმა ხახუნი რომ შეამციროს, ზუსტად ეს სითხე განაპირობებს. შესაძლოა, მწვავე ვირუსმა სინოვიალური სითხის ანთება გამოიწვიოს. ამ პროცესის დროს სითხე სქელდება და უფრო ბლანტი ხდება. შესაძლოა, პრობლემას ვირუსული ართროზები და ართრიტები იწვევდეს. ასევე ნაწილობრივი, ან სრული ადენტიები, ანუ პირის ღრუში კბილები არ არსებობს, ან ნაწილობრივაა. ასეთ დროს პაციენტის ტკივილს სხვა ჩივილი ემატება და ე.წ. ტკაცუნი ეწყება.

ზოგჯერ ამბობენ: “როდესაც ვმეტყველებ, საღეჭ რეზინს ვღეჭავ, ვიკვებები, ყურში შრიალის, ტკაცუნის ხმა მესმის. იმდენად ხმაურიანია, რომ სტუმრად როცა ვარ, ჩემ გვერდზე მჯდომი წუხდება და მერიდება.” ეს უკვე ძალიან შორს წასული პროცესებია. მყოლია პაციენტები, რომლებიც პირს ვეღარ აღებდნენ.“

მისი თქმით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სახსარია. ის, დღის განმავლობაში, 2000-მდე მოძრაობას ასრულებს, – ღეჭვა, მეტყველება, მთქნარება და სხვა

„სტატისტიკურად, საფეთქელ-ქვედა ყბის პრობლემა, საზოგადოების 25%-დან 65%-მდე აწუხებს. აქედან, 16%-დან 30%-მდე ახალგაზრდაა. მათი ასაკი 20-დან 35 წლამდე მერყეობს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურებისაგან, ასევე, მყესებისა და კუნთებისაგან შედგება. ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც ქვედა ყბის გაგრძელებაა, სასახსრე ფოსოშია მოთავსებული. ძვლები ერთმანეთთან კუნთებითა და მყესებითაა დაკავშირებული. როკისებრი მორჩის სასახსრე თავსა და სასახსრე ფოსოს შორის სასახსრე დისკოა მოთავსებული. დისკოს ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ქვედა ყბის მოძრაობას და ისრიალოს. ზოგჯერ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და პრობლემა იქმნება.

პირველად ყურის მიდამოში ტკივილები იწყება. უფრო ხშირად გოგონები მოგვმართავენ, რადაგანაც ისინი სველი თავით გარეთ, ქარში გადიან. ყველა სახსარს თავისი სინოვიალური სითხე აქვს. ასევეა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის შემთხვევაშიც. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს დისკო. დისკოსთან როკისებურმა მორჩმა ხახუნი რომ შეამციროს, ზუსტად ეს სითხე განაპირობებს. მწვავე ვირუსმა შესაძლოა, სინოვიალური სითხის ანთება გამოიწვიოს. სინოვიალური სითხის ანთების დროს სითხე სქელდება და უფრო ბლანტი ხდება. სასახსრე ჩანთაში არსებული ხრტილი ტლანქად მუშაობს და ტკივილი იწყება. პრობლემას შესაძლოა, ვირუსული ართროზები და ართრიტები იწვევდეს. ასევე ნაწილობრივი, ან სრული ადენტიები, –  პირის ღრუში კბილები არ არსებობს, ან ნაწილობრივაა. ასეთ დროს, პირის ღრუში ღეჭვის წნევა არათანაბარია, რომელიმე სახსარზე მოდის დატვირთვა და იცვითება. პაციენტის ტკივილს სხვა ჩივილი ემატება და ე.წ. ტკაცუნი ეწყება. ზოგჯერ ყურში შრიალის, ტკაცუნის ხმა ესმით.  ეს უკვე ძალიან შორს წასული პროცესებია. მყოლია პაციენტები, რომლებიც პირს ვეღარ აღებდნენ.

  „მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“ - გიორგი ფხაკაძე

მაპროვოცირებელი ფაქტორებია: სველი თმა, კონდიციონერთან სველი, გაოფლილი სახით ყოფნა. შეიძლება მაპროვოცირებელი ბავშვობის ასაკში არასწორი თანკბილვა გახდეს“, – აღნიშნა ვანო საფარიშვილმა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა იმალება „დუბაის შოკოლადის“ შიგნით?

რა იმალება „დუბაის შოკოლადის“ შიგნით?

მარტი 29, 2025
რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი?

რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი?

მარტი 29, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights