რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე (ადიპოციტებზე).
ჩვენ არ ვართ დაზღვეული სტრესისაგან, რთული სამუშაო გრაფიკი, ძილის ნაკლებობა, ოჯახური პრობლემები და უმრავი სხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტრესს.
ცნობილი ენდოკრინოლოგის, ჰანს სელიეს თეორიის თანახმად, სტრესი არსებობს ორი ტიპის:
დისტრესი (ნეგატიური) და ეუტსტრესი (სასარგებლო სტრესი)
დისტრესი შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციური, ინფორმატიული და ფიზიოლოგიური.
ყველა ამ ნეგატიური სტრესის სახეობას აერთინებს ერთი რამ, -კორტიზოლის დონის სიჭარბე ორგანიზმში. თუმცა თავად კორტიზოლი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ მისი დონე არის ზომიერი.
ფიზიკური დატვირთვის დროს ასევე გამოიყოფა კორტიზოლი და თუ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის არ არის ძალიან მაღალი, კორტიზოლი 45 წუთის განმავლობაში დგება საწყის ნორმაში. ასეთი ვარჯიში პოზიტიურ სტრესს მიუკუთვნება (ეუტსტრესი)
კორტიზოლი:
სტრესის ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. სტრესის და ინტენსიური ვარჯიშის დროს, შეიძლება, მისი დონე. კორტიზოლი არეგულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შენარჩუნებას.
თუ ადამიანი ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში იმყოფება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შეიძლება, ვარჯიშმა გაამწვავოს მისი ფიზიკური მდგომარება. ასევე ფსიქოემოციურ და ინფორმატიულ დისტრესს შეუძლია გამოიწვიოს სომატური რეაქციები.
კორტიზოლი და გაცხიმოვნება:
გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ მადის გაზრდა მსუყე საკვების მიმართ (მაღალკალორიული საკვები)
თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება მუცლის ღრუში;
აბდომინურ გაცხიმოვნებას და მის არაკეთილსასურველ მეტაბოლურ შედეგებს.
ბეტა-ადრენორეცეპტორები და ალფა-ადრენორეცეპტორები – ცხიმოვანი უჯრედების (ადოციტების) ზედაპირზეა განლაგებული,
ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს და ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციებ.
ასევე ამ რეცეპტორებზე ზეგავლენას ახდენენ კატეხოლომინები (ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი), ისინი გამოიყოფიან ვარჯიშის დროს,
ალფა-ადრენორეცეპტორები:
ალფა-ადრენორეცეპტორები იყოფა ორ ქვეტიპად: ალფა-1 და ალფა-2.
ალფა-1 ადრენორეცეპტორები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ლიპოლიზის ინჰიბიციასთან (ცხიმის დაშლა) და სისხლძარღვთა შეკუმშვის სტიმულაციასთან (ვაზოკონსტრიქცია).
ალფა-2 -ადრენორეცეპტორები მონაწილეობენ ლიპოლიზის ინჰიბირებაში,
ბეტა-ადრენორეცეპტორები:
ბეტა-ადრენორეცეპტორები ასევე იყოფა ორ ქვეტიპად: ბეტა-1 და ბეტა-2.
ბეტა-1 ბეტა-ადრენორეცეპტორები ძირითადად განლაგებულია გულის კუნთზე და შეუძლია გულის შეკუმშვების სიხშირისა და სიძლიერის გაზრდა.
ბეტა-2 ბეტა-ადრენორეცეპტორები, მეორე მხრივ, ძირითადად გვხვდება ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთში. ისინი ხელს უწყობენ გლუვი კუნთების მოდუნებას, ბრონქებისა და სისხლძარღვების გაფართოებას. ცხიმოვან ქსოვილთან დაკავშირებით, ბეტა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლიპოლიზს (ცხიმების დაშლას) და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას.
მეორე მხრივ, ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ლიპოლიზის ინჰიბირება და შეამციროს ცხიმოვანი მჟავების გამოყოფა. ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურების უნიკალურკომბინაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტაბოლურ პროცესებსა და ცხიმოვანი ქსოვილის რეგულირებაზე. ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორები რეაგირებენ სხვადასხვა ჰორმონებსა და მედიატორებზე.
კორტიზოლის მაღალი დონის გახანგრძლივებით, მაგალითად, ქრონიკული სტრესის დროს, შეიძლება, შესუსტდეს კორტიზოლის მოქმედება ბეტა-ადრენორეცეპტორებზე და ამის ნაცვლად გააქტიურდეს ალფა-ადრენორეცეპტორები, რაც იწვევს ლიპოლიზის ინჰიბირებას. ასევე ამ რეცეპტორების გააქტიურება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ზოგ ადამიანს უფრო მგრძნობიარე აქვს ბეტა რეცეპტორები, ვიდრე ალფა, აქედან გამომდინარე, ზოგი ჰორმონების სტიმულირება (ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი) იმოქმედებს იმ რეცეპტორებზე, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა მათ მიმართ. ამრიგად, კორტიზოლი გავლენას ახდენს ცხიმოვანი ქსოვილის ორივე ტიპის რეცეპტორზე, მაგრამ ეფექტები შეიძლება დამოკიდებული იყოს სტრესის ხანგრძლივობასა და დონეზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება და ქრონიკული სტრესის შემცირება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მეტაბოლურ პროცესებსა და ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებაზე.
ეს იმ ჰორმონებისა და მედიატორების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც რეაგირებენ ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა-ადრენორეცეპტორები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ჰორმონების გამომუშავების დონე და ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვარჯიშის ტიპისა და ინტენსივობის, ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ბოლო კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კორტიზოლის (VO2-ის) დონე ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების 60% ინტენსივობიდან იწყებს ზრდას ვარჯიშის ინტენსივობის ზრდის პროპორციულად, მაშინაც კი, თუ ის ხანგრძლივი არაა. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დაწყებიდან უკვე ერთი წუთის შემდეგ ააქტიურებს კორტიზოლის გამომუშავებას. თუმცა VO2-ის 50%-იანი და უფრო დაბალი ინტენსივობა არ იწვევს კორტიზოლის დონის მნიშვნელოვან ზრდას! კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიზოლის გაზრდილმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლეპტინის დონეზე ორგანიზმში. ზოგიერთ შემთხვევაში, მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეპტინის (პეპტიდური ჰორმონი, რომელიც თრგუნავს შიმშილის გრძნობას) დონის დაქვეითება ან ამ ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის ცვლილება, მაგალითად, მადის ცვლილება, გამოხატული – საკვების მიღების გაზრდისკენ.
კორტიზოლის კონცენტრაცია იზრდება ძალისმიერი ვარჯიშისას, მაგრამ არის მოკლევადიანი და არ იწვევს კუნთოვანი ქსოვილის კატაბოლიზმს, მაგრამ ზრდის მადას. გაზრდილი სტრესით, კორტიზოლის ამაღლებული დონე ნარჩუნდება დღეებისა და კვირების განმავლობაში. გარდა ამისა, მკაცრი დიეტების დროს, კორტიზოლი, აკავებს სითხეს ორგანიზმში. ვარჯიშის დროს კორტიზოლის კონცენტრაცია სისხლში პირველ წუთებში იზრდება დაახლოებით 60 გ/დლ-მდე, შემდეგ მცირდება დაახლოებით 35 გ/ დლ-მდე და უკვე დაახლოებით 45 წუთში იწყებს ისევ მატებას, შემდეგ ასევე სწრაფად იკლებს ნორმამდე. ე. ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭარბი წონის ადამიანისათვის მაღალი ინტენსივობის დატვირთვამ შესაძლოა წონის კლების ნაცვლად წონის მატება გამოიწვიოს, ვინაიდან მაღალმა კორტიზოლმა შეიძლება დააქვეითოს ლიპტინის დონე (რაც გაზრდის მადას) და გაააქტიუროს ცხიმოვან უჯრედებზე განლაგებული ალფა რეცეპტორები, რაც შეიძლება ლიპოლიზის ნაცვლად ლიპოგენეზის (ცხიმის დაგროვება) მიზეზი გახდეს.
აერობული ვარჯიშის სიმძლავრე განისაზღვრება ჟანგბადის მოხმარების დონით (VO2 max) როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 20-25%-ს (ჩვეულებრივი სიარული), ენერგიის ძირითადი წყაროა ტრიგლიცერიდები (ცხიმი). თუმცა, სიხარული რომ ნაადრევი არ აღმოჩნდეს, უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია ინტრამუსკულურ და არა კანქვეშა ცხიმზე. მცირე რაოდენობით ენერგია ისევ სისხლში არსებული გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე მოდის. გარდა ამისა, პროცესში ერთვება კუნთებში არსებული გლიკოგენი, ეს კი ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიღებულ ენერგიას ნიშნავს, თუმცა, მთავარი წყარო მაინც ცხიმია. ეს ხდება საფუძველი არასწორი შეხედულებების პულსის გარკვეულ ზონებში „ცხიმისმწველი ვარჯიშების“ შესახებ და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ინტრამუსკულური ცხიმია, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს საერთო პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმთან. როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 85%-ს (სწრაფი სირბილი), ენერგიის მთავარი წყაროა კუნთების გლიკოგენი. სისხლში გლუკოზის მოხმარების დონე იზრდება. ინტრამუსკულური ცხიმისა და სისხლიდან ცხიმმჟავების მოხმარება ოდნავ მცირდება. მთლიანი ენერგეტიკული ხარჯი უკვე საკმაოდ დიდია. დატვირთვის შემდგომი მატებით დაიხარჯება უფრო მეტი კუნთოვანი გლიკოგენი და ნაკლები ცხიმი
დასკვნა:
ცხიმის ენერგიად გამოყენება არ იწყება 40-წუთიანი კარდიოს შემდეგ; ცხიმის „ენერგიად გამოყენება“ შეიძლება დაიწყოს კარდიოს პირველი წუთებიდან, თუმცა ეს მაინც ინტრამუსკულური და არა კანქვეშა ცხიმია; ყოველ შემთხვევაში, კალორიების დეფიციტის გარეშე, ინტრამუსკულური ცხიმი შეივსება საკვებიდან, ისე რომ არ შეეხება პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმს. ორგანიზმი ყოველთვის მოიხმარს ადვილად ხელმისაწვდომ სუბსტრატებს, რათა არ დახარჯოს ენერგია დეპონირებული სუბსტრატების დაშლაზე. ამიტომ, როდესაც ვარჯიშის შემდეგ ან მის დროს თქვენ აღგენიშნებათ სისხლში გლუკოზის შემცირება, ამის გამო გრძნობთ თავბრუსხვევას ან გულისრევას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმში ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტრატები ამოიწურა და გლიკოგენის ან ცხიმის დაშლას დრო სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები