სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„პრაქტიკულად არცერთი ონკოპაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის...

„პრაქტიკულად არცერთი ონკოპაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“-მიხეილ სარჯველაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.

„ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი იყო გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ალტერნატიული შესაძლებლობებიც ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაცა ფორმით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ონკოპაციენტისთვის. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ახლო მომავალში, რამდენიმე დღეში ეს გახდება ნორმატიული, ძალაში შესული აქტი. მანამდეც, ამ პერიოდშიც არცერთი პაციენტისთვის რეალური პრობლემა ეს არ იქნება. ვინმეს თუ მსგავს საკითხზე ექნება კითხვა, მზად ვართ სამინისტროში, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პროცესს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights