უშვილობა ქალებში – რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები; თვითნებითი აბორტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები; ვენერიული დაავადებები , ფალოპის მილების გაუვალობა; ჰიპერპროლაქტინემია; ჰორმონალური დისბალანსი; შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები; ფსიქოსექსუალური დარღვევები; მენსტრუალური ციკლის დარღვევა. იმუნური დარღვევები – წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დაავდებები, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები – მიომა (ფიბროიდები), ენდომეტრიოზი. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი მიზეზისა არსებობს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უშვილობაც.
უშვილობა ქალებში – ხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული. ჰორმონალური დისბალანსის დროს ხდება კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის მოუმწიფებლობა, რაც საბოლოოდ იწვევს უნაყოფობას.
უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია სასქესო ჰორმონების სეკრეციის ჭარბი წონით ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტით განპირობებული მეორეული ცვლილებები.
ასევე ანთებითი დაავადებები რასაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა ინფექცია. ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, კაცებში _ თესლგამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას _ სპერმაში სპერმატოზოიდების არ არსებობას.
უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი – ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა. მეორადია (შეძენილი) – როცა წყვილებს შორის ადგილი ჰქონდა ჩასახვის პროცესს, მაგრამ ამის შემდგომ ჩასახვა აღარ ხდება.
უშვილობის დროს საჭიროა კომპლექსური კვლევებით იქნეს დიაგნოსტირებული გამომწვევი მიზეზი.
MMT ჰოსპიტალის ქალთა და მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას! 032 2 23 40 23
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.