ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიაკრედიტაცია"აკრედიტაცია კანადა" აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

საქართველოში ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამედიცინო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია, “აკრედიტაცია კანადის” მორიგი ოფიციალური ვიზიტი დასასრულს უახლოვდება.
“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიშეხვედრა კლინიკა “ვივამედთან” 

“აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა კატერინა ტარასოვამ და ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, იულია შერბინამ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საქართველოს საპატრიარქოში და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით მიმდინარეობს.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიშეხვედრა საპატრიარქოში

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიშეხვედრა “ვივამედში”

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმი
შეხვედრა “MMT ჰოსპიტალში”

ცნობისთვის – “აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, მათშორის არის “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი”.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმი

შეხვედრა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოშიაკრედიტაცია კანადის” ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდნენ გორის და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა; ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი; “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ვეფხვია ოდიშარია” და კლინიკის წარმომადგენელი ექიმები.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიშეხვედრა საპატრიარქოში

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმი “აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ჯანდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ სამედიცინო დაწესებულებების არჩევა სქართველოში 3 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა:

“როცა სამინისტროში გვკითხეს, თუ რატომ ვატარებთ საერთაშორისო აკრედიტაციას მხოლოდ 24 სამედიცინო დაწესებულებაში, ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის კლინიკები, რომელთა პრიორიტეტია:

✅️ პაციენტზე ორიენტირება;
✅️ სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე ორიენტირება;
✅️ სურვილი, გადავიდნენ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე” – აცხადებს კატერინა ტარასოვა.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიშეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა, ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იულია შერბინა და პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს დაესწრნენ.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმი რესტორანი “ქვევრი”

“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობა იმყოფებოდა რესტორან “ქვევრში“, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული სუფრას, ტრადიციებსა და კულტურას.

  „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ“-ირაკლი კობახიძე

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული კულტურითა და ტრადიციებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი ტოვებენ.

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმისაღამო “თბილისი პარაგრაფში”

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას | sheniekimi.ge | შენი ექიმიერისიონის” კონცერტი ფილარმონიაში

აქვე აღსანიშნავია, რომ “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ ოფიციალური ვიზიტის დასასრული აღნიშნა “პარაგრაფ თბილისში” – რომელიც არის ნათელი მაგალითი ქართული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შერწყმისა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უმაღლესი საერთაშირისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსით.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights