შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიაკრედიტაცია"ფიტნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს დავნერგავთ, აკრედიტაციის პროცესში კი საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები დაგვეხმარებიან"...

“ფიტნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს დავნერგავთ, აკრედიტაციის პროცესში კი საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები დაგვეხმარებიან” – ვალერი გულბანი

საქართველოში ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის პროცესი იწყება.

“აქტიურმა საქართველომ” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” ერთობლივად ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნებაყოფლობითი ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის სისტემა.

ცნობისთვის, “პირველი ფიტნეს აკადემია” არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რიმელმაც მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ფიტნეს ინსტრუქტორების საბაზისო დონეზე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით და ამაში მათ გვერდით უდგას “ევროპული ფიტნეს აკადემია”.

“შენი პულსი” „აქტიური საქართველოს“ წარმომადგენელ ვალერი გულბანს ესაუბრა:

-„აქტიური საქართველო“ არის “სპორტის, ფიტნესის, ფიზიკური აღზრდის ეროვნული ასოციაცია”, რომელიც 2020 წლიდან არის ერთადერთი ეროვნული ორგანო, რომელიც წარმოადგენს “ევროპა აქტივს”.

ევროპა აქტივი”, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს ძირითადად ფიტნესის მიმართულებით.

ასევე, მე წარმოვადგენ ევროპის ფიტნესის სპეციალისტთა რეესტრს, სადაც ევროპულ ქვეყნებში არსებული ყველა ფიტნეს ინსტრუქტორი, ნებისმიერი კვალიფიკაციის, რეგისტრირდება და მითითებულია რომელ ქვეყანაში, რა ტიპის კვალიფიკაცია მიიღო და როდემდე აქვს მის კვალიფიკაციას ვადა.

ბაზრის შესწავლის შემდეგ დავინახეთ, რომ ფიტნესის ინდუსტრია ბოლო წლებში განვითარდა, რაც ნამდვილად კარგია, როგორც ფიტნეს დარბაზების თვალსაზრისით, ასევე ფიტნეს დარბაზებში მოსიარულე ადამიანებისათვის. მაგრამ ჩვენ ამავე დროს დავინახეთ, რომ რისკები და საფრთხეები გაიზარდა, მათ შორის, დაზიანებულ ადამიანთა რიცხვიც.

მიზეზი იყო არაკვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ხშირად არასათანადო ცოდნიდან გამომდინარე, შეუსაბამო ინსტრუქტაჟს უწევდნენ  მოსახლეობას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ბოლო ორი წელია, ბიზნესის წარმომადგენლებთან – „პირველ ფიტნეს აკადემიასთან“, „ეროვნულ ფიტნეს აკადემიასთან“ და სხვა რამდენიმე ფიტნეს დარბაზთან კონსულტაციების შედეგად, გამოვიჩინეთ ინიციატივა ფიტნეს ინდუსტრიაში საერთო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

იქნება სამი ძირითადი მიმართულება, რაც ასევე ევროპულ, საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით გვინდა შევიმუშაოთ. ეს მიმართულებები იქნება:

ინფრასტრუქტურის სტანდარტები, მენეჯმენტის სტანდარტები, თუ რა ცოდნას და გამოცდილებას უნდა აკმაყოფილებდეს მენეჯმენტი, იქნება მასში დასაქმებული ინსტრუქტორების კვალიფიკაციის სტანდარტები, საგანმანათლებლო სტანდარტები და ჰიგიენის სტანდარტები.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ეროვნული სტანდარტი და პირდაპირ არც ერთი საერთაშორისო სტანდარტის, არც ჩვენი ევროპული და არც ძველი პარტნიორის სტანდარტების „კოპირება“  არ მიგვაჩნია სწორად.

  რა არის „დაავადება X”? გრიპის ვირუსი და მისი მართვის პროცედურები...

იმის გამო, რომ დღემდე არ გვყავდა ისეთი კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ამ სტანდარტების შემუშავებაში დაგვეხმარებოდა, სწორედ ამიტომ დასჭირდა რამდენიმე წელი ამ დრომდე მოსვლას.

არსებობს საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, ამიტომ ჩვენ მათთან პარტნიორობით, რაღაც ნაწილს მათი გამოცდილებისა გამოვიყენებთ, დავამატებთ ჩვენი დარგობრივი ექსპერტების ანუ ფიტნესის ექსპერტების ცოდნას, გამოცდილებას, მოსაზრებას და  საერთაშორისო ეროვნულ სტანდარტებს სხვადასხვა საუკეთესო ქვეყნის გამოცდილებებზე დაყრდნობით შევიმუშავებთ.

ამ სტანდარტებს საწყის ეტაპზე ნებაყოფლობით შევთავაზებთ ბიზნესის წარმომადგენლებს და ბუნებრივია, მხოლოდ კვალიფიციური და ძლიერი კომპანიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ხარისხზე, გადაწყვეტენ – ჩაერთონ თუ არა ამ აკრედიტაციის პროცესში.

აკრედიტაციის სისტემისა და სტანდარტების ერთიანი თამაშის წესების შემოღება ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მოგვიტანს პოზიტიურ ცვლილებებს. შეიქმნება ბიზნესგარემო ახალი მსხვილი, ხარისხიანი მომწოდებელი მოთამაშეების შემოსაყვანად საქართველოში.

მეორე მხრივ, გაიზრდება ამ სტანდარტების შედეგად კვალიფიციური პერსონალის მობილობა, ანუ ქართველი პერსონალის საზღვარგარეთ დასაქმება, რადგან ეს აღიარებული იქნება ყველა იმ ქვეყნისათვის, სადაც ეს სტანდარტები მუშაობს და პირიქით.

ამ ეტაპზე არც ერთი ფიტნეს დარბაზი არ მუშაობს იმ 90% მოსახლეობაზე, რომელიც ნამდვილად საჭიროებს დახმარებას.  

50-60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ფაქტობრივად, სხვადასხვა მიზეზის გამო არ დადიან „მაღალი დონის“ ფიტნეს დარბაზებში, სადაც ძირითადად ახალგაზრდები არიან და მათ ამის გამო ერთგვარი კომპლექსიც აქვთ. ინფრასტრუქტურა მოსახლეობის ყველა სეგმენტზე თანაბრად უნდა იყოს მორგებული.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ფიტნეს დარბაზების გარდა, კიდევ არიან კვალიფიცირებული პერსონალები. ჩვენ მათ არ ვჩრდილავთ, პირიქით, ვცდილობთ, მათი კვალიფიკაცია უფრო ამაღლდეს სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოსახლეობის მიერ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, ვის უნდა ენდოს. ჩვენი ერთი მიმართულებაა, შევქმნათ ბიზნეს გარემო, გავზარდოთ კვალიფიციური  პერსონალის მობილობა და, რაც მთავარია, მომხმარებელს ეცოდინება, ვის ენდოს და ვის – არა.”

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights