მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი – რთული ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მანია და დეპრესია

0
561
#image_title

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი – წარმოადგენს რთულ ფსიქიკურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მანია და დეპრესია.

მიზეზები:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         თავის ტვინის ტრავმები ან ოპერაციები;
·         თავის ტვინის დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი);
·         ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა;
·         თავის ტივნის რეგულატორული სისტემების შევიწროვება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დეპრესიული ფაზა – დეპრესიული აფექტი (დარდიანობა, ცუდი ხასიათი, დანაშაულის გრძნობა, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება), ფსიქიკური პროცესების შენელება, გონებრივი დარღვევები, გულის რითმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია);
·         მანიაკალური ფაზა – მანიაკალური აფექტი (განწყობის ამაღლება), ბევრი საუბარი, მოძრაობითი აღგზნება, ფსიქიკური პროცესების დაჩქარება, ინტელექტუალური აღგზნება.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფსიქიატრი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის რენტგენოგრაფიას;
·         ელექტროენცეფალოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიდეპრესანტებს;
·         ანტიფსიქოტროპულ პრეპარატებს;
·         ნორმოტიმიკებს;
·         ნეიროლეპტიკებს;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს.
პარალელურად პაციენტებს ენიშნებათ ფსიქოთერაპიის კურსი.

საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდის მცდელობა, ინტელექტის დარღვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თავის ტრავმებისა და თავის ტვინზე ოპერაციების გადამტანი ადმიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა;
·         პრევენციული თერაპიის ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჰემოფილია - ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ