D ჰეპატიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ვირუსული ინფექციით დაავადება

0
412
D ჰეპატიტი - დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ვირუსული ინფექციით დაავადება
#post_seo_title

D ჰეპატიტი  (დელტა-ჰეპატიტი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ვირუსული ინფექციით დაავადება. გამოიყოფა მწვავე და ქრონიკული ფორმები.

D ჰეპატიტი მიმდინარეობს В ჰეპატიტთან ერთად. თუ სისხლში არ არის В ვირუსი, დელტა ვირუსი ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         დაუცველი სქესობრივი კავშირები, პარტნიორის ხშირად გამოცვლა;
·         ინექციური ნარკოტიკების გამოყენება, არაჰიგიენური ნორმების მქონე ტატუ-სალონებში ვიზიტი (ჭუჭყიანი ნემსით დაინფიცირება);
·         სისხლის გადასხმისას ან ოპერაციის გაკეთებისას დაინფიცირება;
·         დაავადებული ადამიანის პირადი ნივთების გამოყენება;
·         მშობიარობის დროს დაავადების დედისაგან შვილზე გადაცემა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სწარფი დაღა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ტკივილი სახსრებში;
·         მარჯვენა ნეკნებქვეშ პერიოდული ტკივილი;
·         შარდის გამუქება;
·         ცხვირიდან სისხლდენა;
·         კანზე სისხლჩაქცევების გაჩენა;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         ღვიძლის გადიდება;
·         თვალის კაკლების და კანის სიყვითლე;
·         კალას გაუფერულება;
·         კალაში სისხლის ნარევი.
D ჰეპატიტის დროს სიმპტომები უდრო მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე В ჰეპატიტისას.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპატოლოგი და ნიშნავს:
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია);
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         ღვიძლის სინჯებს.

მკურნალობა
D ჰეპატიტის მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში (მწვავე ფორმის დროს). აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტივირუსულ პრეპარატებს;
·         ჰეპატოპროტექტორებს;
·         იმუნომამოდულირებელ პრეპარატებს.

დიეტა
პციენტმა უნდა დაიცვას დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
·         ცხიმიანი ხორცი, თევზი და მათგან მომზადებული წვნიანები;
·         კონსერვები, შებოლილი;
·         ტკბილეული;
·         მოხარშული კვერცხი;
·         მჟავე ხილი;
·         შოკოლადი, ნაყინი;
·         კაკაო, მაგარი ყავა;
·         გაზიანი სასმელები;
·         სპირტიანი სასმელები

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ღვიძლის ციროზი;
·         ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა;
·         სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;
·         სეპსისი;
·         ღვიძლის კიბო;
·         ლეტალური შედეგი.

  სფენების დერმატიტი

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         სამედიცინო ინსტრუმენტების საგულდაგულოდ გასტრილება;
·         სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვა;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ