ჰეილიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი და აზიანებს ტუჩის ლორწოვან გარსს.
მიზეზები
· კანის სხვადასხვა დაავადეების არსებობა;
· არაეკოლოგიური გარემო;
· ორგანიზმში В ვიტამინის ნაკლებობა;
· ნევროლოგიური აშლილობა;
· ქიმიურ საშუალებებზე რეაქცია.
სიმპტომები
· ტუჩების დახეთქვა, წვა, შეშუპება, ტკივილი;
· ტუჩების სიმშრალე, სისხმდენი ნაპრალების გაჩენა, ეროზია, ტუჩის კანი კარგავს ელასტიურობას;
· ტუჩების შეშუპება, ჰიპერემია ქავილის და წვის თანხლებით, ტკივილი, ტუჩებზე ბუშტუკების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· საერთო სტომატოლოგიური დათვალიერება;
· კანის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
· ვიტამონოთერაპია;
· ჰორმონალური პრეპარატები;
· ანთების საწინააღმდეგო მალამოები;
· ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები;
· ლაზერული თერაპია.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს კიბო.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
· ქრონიკული პაროდონტის, კბილებზე ნადებისა და ქვის, ასევე კარიესის მქონე ადამიანები;
· 20-60 წლის ასაკის მამაკაცები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ნაკლებად ყოფნა;
· ტუჩის კოსმეტიკური საშუალებების დაკვირვებით შერჩევა;
· ტუჩის მკვებავი საშუალებების გამოყენება;
· პირის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა.