რაქიტი

0
497

რაქიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში ფოსფორის, მარილების და კალციუმის უკმარისობა.
რაქიტის განვითარების პერიოდებია:
·         საწყისი პერიოდი;
·         მწვავე პერიოდი;
·         გამოჯანმრთელების პერიოდი.
 
მიზეზები
·         დღენაკლული ნაყოფი;
·         არასწორი კვება;
·         ორგანიზმის ინტენსიური ზრდა;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები;
·         ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა.
 
სიმპტომები
·         ქცევის შეცვლა;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         კუნთების ჰიპოტონია;
·         თავის ქალის ძვლების დარბილება;
გამწვავებულ პერიოდში:
·         ნერვული სისტემის აშლილობა;
·         საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაცია;
·         გულმკერდის დეფორმაცია;
·         თავის ფორმის ასიმეტრია.
თანმხლები სიმპტომები:
·         კრუნჩხვა;
·         საჭმლის მონელების დარღვევა;
·         წონის სწრაფად მომატება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალზი;
·         შარდის ანალიზი;
·         ძვლების რენტგენი;
·         ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია.
 
მკურნალობა
·         D ვიტამინის მიღება;
·         კალციუმის და ფოსფორის შემცველი პრეპარატების მიღება;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები.
 
დიეტა
რაციონში უნდა შედიოდეს შემდეგი პროდუქტები:
·         რძე, ხაჭო, ნაღების კარაქი;
·         ზღვის ცხიმიანი თევზი;
·         ვირთევზას ღვიძლი;
·         კვერცხის გული;
·         ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ფაფები.
 
საშიშროება
დაავადება სასიკვდილო არ არის, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ძვლის სისტემის სრული დაშლა;
·         ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
·         ყბის ფორმის დარღვევა;
·         ანემია;
·         იმუნიტეტის დაქვეითება.
 
რისკის ჯგუფი
·         დაბადებისას ზედმეტი ან ძალიან მცირე წონის ჩვილები;
·         სამოძრაო აქტივობის პრობლემის მქონე ადამიანები;
·         ნაღვლის გამომდენი გზებისა და ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         გამაჯანსაღებელი მასაჟი;
·         სამკურნალო ვარჯიში;
·         სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება;
·         დაბალანსებული დიეტის დაცვა.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ოსტეოქონდროზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ