მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა

0
868

მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა. ზრდასრულებში გვხვდება იშვიათად, რადგან არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში.
გამოიყოფა დარღვევის შემდეგი ფორმები:
·         I ხარისხის – ბარძაყის სახსრის განვითარების დარღვევა მისი ძვლის შერევის გარეშე;
·         II ხარისხის – ბარძაყის ძვლის მცირედი შერევა;
·         III ხარისხის – ბარძაყის ძვლის სრული შერევა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         მჯდომიარე ნაყოფი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის ნაყოფი, წყლის სიმცირე;
·         ფეხმძიმობის დროს ჰორმონალური დარღვევები;
·         ფეხმძიმე ქალის გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა);
·         სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
·         ცუდი ეკოლოგიური გარემო;
·         აუცილებელი მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ბავშვის ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა;
·         მენჯის კანზე ჩნდება დამატებითი ნაკეცი;
·         დუნდულების ნაკეცები განლაგებულია ასიმეტრიულად;
·         განზე გაშლისას ფეხების ასიმეტრია;
·         ფეხების მოხრისას სახსრებში ისმის ტკაცუნი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         სახსრების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტებს;
·         მასაჟებს;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         ფიზიოთერაპევტულ პროცეურებს;
·         სპეციალურ სახვევებს;
·         ქირურგიულ ჩარევას (სახსრის ადგილას პროთეზის ჩასმა).
კონსერვატიული მკრუნალობა შედეგიანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         თეძოს ამოვარდნა;
·         კოჭლობა;
·         სქოლიოზი;
·         მენჯ-ბარძაყის სახსრის კოკსართროზი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
·         სამშობიარო ტრავმის მქონე ბავშვები;
·         ნორმაზე ჭარბი ან მცირე წონით დაბადებული ბავშები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ბავშვების გაკოჭვაზე უარის თქმა;
·         ფეხმძიმობის პერიოდში წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ბავშვისთვის მსაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ინტერტრიგო (დაოდვილობა) - განსაკუთრებით გავრცელებულია მსუქან და ჩვილ ბავშვებში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ