კეროვანი ალოპეცია

0
661
xr:d:DAGBhznMY_s:46,j:1485485898409308794,t:24040513

კეროვანი ალოპეცია (ბუდოვანი ალოპეცია, სიმელოტე) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ან თავის თმიანი ნაწილის ცვენა.

გამოყოფენ შემდეგი ფორმის დაავადებას:
·         ორგანული ფორმა – ერთი ან რამოდენიმე გამოკვეთილი კერის გაჩენა თავის არეში;
·         სუბტოტალური ფორმა – თმის საკმარისი რაოდენობის არქონა თავზე;
·         ტოტალური ფორმა – თმის სრულად დაკარგვა თავზე;
·         უნივერსალური ფორმა – თმის გაცვენა როგორც თავზე, ისე კიდურებსა და ტანზე.

აქტივობის დონით გამოყოფენ:
·         აქტიურ ალოპეციას – გამოირჩევა წვით, ქავილით და გაცვენილი თმის კერის სიწითლით;
·         სტაციონარული ალოპეა – ამ ფორმის დროს თმა ცვივა, მაგრამ კანის ფერი და მდგომარეობა არ იცვლება;
·         რეგრესირებადი ალოპეა – დაზიანებულ ადგილას მიმდინარეობს უფერული, თეხელი და ხისტი პიგმენტირებული თმის ზრდა.

მიზეზები
ბევრ ადამიანს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა კეროვანი ალოპეას მკურნალობა. დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თმის ცვენა გამოწვეულია ლიმფოციდების მიერ თმის ზრდადი ფესვი აღქმულია როგორც უცხო სხეული.
კეროვანი ალოპეციის მიზეზები:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ხშირი სტრესი;
·         თავის ტრამვები.

კეროვანი ალოპეციის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თმის ცვენა ტანზე;
·         გაცვენილი თმის ადგილას კანს მოწითალო ფერი აქვს;
·         გამელოტებული კერის პერიფერიაზე თმა მტვრევადია.
გარდა ამისა შესაძლოა ღინიშნებოდეს ჩაბრუნება, ფრჩხილების გრძივად აქერცვლა.

დიაგნოსტიკა
კეროვანი ალოპეციის სამკურნალოდ, ექიმი-რიქოლოგი ატარებს:
·         თავის საერთო დათვალიერებას;
·         თმის მიკროსკოპულ გამოკვლევას;
·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე;
·         ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას).

კეროვანი ალოპეციის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს (დარსონვალი, კრიომასაჟი, ელექტრომაგნიტური ზემოქმედება, ელექტროპორაცია, ბიოპტრონი);
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         გარე მოხმარების სამკურნალო პრეპარატები (სისხლძარღვების გამაფართოვებელი, მასტიმულიერბელი, თმის გაძლიერებული მკვებავი);
·         ვიტამინოთერაპია.

საშიშროება
თუ დროულად არ დადგინდება როგორ უნდა მოხდეს კეროვანი ტიპის ალოპეციის მკურნალობა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა, შედეგად კი სრული გამელოტება.

  წინამენსტრუალური სინდრომი

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         თავის დასაბანად მხოლოდ ხარისხიანი შამპუნი გამოიყენოთ;
·         თავის დაიბანოთ მაქსიმუმ 30°-40°-მდე გაცხელებული წყლით;
·         არ გაიშროთ თმა საშრობით;
·         არ დაივარცხნოთ სველი თმა;
·         იკვებოთ დაბალანსებულად;
·         თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ