იცენკო-კუშიგინის დაავადება

0
522
xr:d:DAGBhznMY_s:44,j:6885301848184949692,t:24040513

იცენკო-კუშიგინის დაავადება – ახასიათებს ნეიროენდოკრინული მოშლილობა, რომელიც ვითარდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ სისტემის დაზიანების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და  თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციის შედეგად.

მიზეზები
დაავადება ჩნდება რეგულარული მექანიზმების დარღვევისას, რომელიც აკონტროლებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ სისტემას. დაავადების გამოვლინება დაკავშირებულია პირველ რიგში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის (კორტიკოსტეროიდების) ჭარბ გამოყოფასთან. იცენკო-კუშიგინის დაავადების მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ჰიპოფიზის სიმსივნე;
·         ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;
·         ფილტვის ან კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;
·         ბრონქების ადენომა;
·         თავის ტვინის ტრავმები, ინფექციური დაავადებები;
·         გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება.
ქალებში დაავადების მაპროვოციერებელი ფაქტორი არის მშობიარობა.

იცენკო-კუშიგინის დაავადების სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         გაცხიმოვნება (განსაკუთრებით სახეზე, ყელზე, მუცელზე, მკერდზე);
·         სახეზე ცხელების მსგავსი სიწითლე;
·         ძლიერი გამონაყარი კანზე;
·         ყელზე კანის გამუქება;
·         კუნთების ატროფია;
·         ძვლებში მტვრევა, ოსტეოპოროზის წარმოქმნა;
·         კიდურების მოცულობის შემცირება;
·         სისხლჩაქცევები, მუცლისა და თეძოების ადგილას დაჭიმულობა;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         თავის ძლიერი ტკივილი;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს იცენკო-კუშიგინის სინდრომის გამოვლინებას, მაგრამ ორივე დაავადებას განსხვავებული ეტიოლოგია აქვს.

დიაგნოსტიკა
იცენკო-კუშიგინის დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი. იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობა დაინიშნოს ექიმი ნიშნავს:
·         სისხლისა და შარდის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ქალის, თურქული კეხის რენტგენოგრაფიას;
·         დიაგნოსტიკურ ტესტს დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით;
·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

იცენკო-კუშიგინის დაავადების მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კორტიკოსტეროიდების და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემამციერბელ პრეპარატებს;
·         პრეპარატებს, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ნახშირწყლების და მინერალების ცვლას ორგანიზმში;
·         სხივურ თერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას (ჰიპოფიზის სიმსივნის და თირკმელზედა ჯირკვლის მოშორებას).

საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ხდება სეპტიკური გართულებები, თირკმელების უკმარისობა, რაც სრულდება ლეტალური შედეგით.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         თურქული კეხის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ყოველწლიურად ჩატარება;
·         სისხლში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შემადგენლობის გაკონტროლება;
·         ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთის შემთხვევაში, სტეროიდული პრეპარატების მუდმივი მიღება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ლისტერიოზი - ახასიათებს ლიფომიდური და ნერვული ქსოვილების დაზიანება
წინა სტატიაშიკეროვანი ალოპეცია
შემდეგი სტატიაინსექტური ალერგია (ალერგია მწერებზე)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ