ეპშტეინ-ბარის ვირუსი – დაავდება მიეკუთვნება ჰერპესოვირუსების ოჯახს, წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ის შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. ეპშტეინ-ბარის ვირუსი ბავშვებში შეიძლება ადრეულ ასაკში გაჩნდეს. დამტკიცებულია, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობის 80% ვირუსის მატარებელია.
ვირუსის გამომწვევია შემდეგი დაავადებები:
· ინფექციური მონონუკლეოზი;
· ფილატოვის დაავადება;
· მონოციტარული ანგინა;
· გლანდების იდიოპათიური ცხელება;
· პფეიფერის დაავადება;
· მწვავე კეთილთვისებიანი ლიფობლასტოზი.
მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევის დროს, ის შეიძლება გადავიდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაქტით, ტრანსფუზიური, სქესობრივი, ტრანსპლაცენტარული გზით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ყელის ტკივილი;
· სხეულის ტემპერატურის აწევა 38°-მდე;
· სწრაფი დაღლა;
· დაბალი შრომისუნარიანობა;
· სხეულზე და ხელებზე პაპულარული გამონაყარი;
· სხეულის წონის სწრაფი დაკლება;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
· ლიმფური კვანძების გადიდება;
· მადის დაქვეითება;
· სახსრების, კუნთების ტკივილი;
· ძილის დარღვევა;
· არითმია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· სეროლოგიურ გამოკვლევას;
· იმუნოლოგიურ გამოკვლევას;
· დნმ-დიაგნოსტიკას;
· პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია).
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიოქსიდანტებს;
· დეტოქსიკაციურ თერაპიას;
· ანტივირუსულ პრეპარატებს;
· იმუნოგლობულინებს;
· ანტიბიოტიკებს;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ღვიძლის, ელენთის გაფართოვება;
· ნერვული სისტემის დაზიანება;
· გულის უკმარისობა;
· სისტემური, აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი);
· იმუნოდეფიციტი;
· შიდსი;
· ელენთის დაშლა;
· ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;
· პნევმონია;
· ჰეპატიტი;
· ონკოლოგიური დაავადებები (ნაწლავის, კუჭის, ლიმფომას კიბო).
რიგ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· თერაპევტთან ან ინფექციონისტთან ვიზიტი და პროფილაქტიკური დათვალიერება;
· დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.