წელის ოსტეოქონდროზი – აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს

წელის ოსტეოქონდროზი
#image_title

წელის ოსტეოქონდროზი – დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს. წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ნერვული დაბოლოებების დაზიანება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები;
·         ხერხემლის მალებს შორის მანძილის შეკუმშვა;
·         მცირე მენჯის ორგანოების დაავადება;
·         ჭარბი წონა;
·         ზურგის დაზიანება;
·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესი;

სიმპტომები
·         ყრუ ტკივილები ხერხემალში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ფეხს;
·         ნებისმიერი მოძრაობის დროს გაძლიერებული ტკივილი;
·         წვივის, ტერფის მგრძნობელობის გაზრდა;
·         ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
·         ტკივილის კერებში კანის სიმშრალე და დახეთქვა;
·         ფეხებში სიცივის შეგრძნება;
·         ტერფების არტერიების სპაზმები;
·         შარდვის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         ხერხემლის გავა-წელის ნაწილის რენტგენი;
·         გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ნოვოკაინის ბლოკადებს;
·         მანუალურ თერაპიას;
·         ხერხემლის გაჭიმვას;
·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას.
ქირურგიული ჩარევა ხდება ხერხემალშორისი თიაქარის განვითარების შემთხვევაში.

საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
·         იშიასი;
·         მალების არასტაბილურობა;
·         შარდსასქესო სისტემის დარღვევები;
·         რადიკულიტი;
·         თიაქარი;
·         პროტრუზია;
·         კიფოზი.

რიკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები;
·         სუსტი განვითარების კუნთების სისტემის მქონე ადამიანები;
·         მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ზურგისა და თეძოების კუნთების გამაგრება;
·         ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;
·         ხერხემლის სწორად დაჭერა;
·         ზურგის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         მკვეთრი მოძრაობების გაკეთების გარეშე დახრა, ან მოტრიალება.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. წელის ოსტეოქონდროზი – აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 28]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
  გუნთერის დაავადება თანდაყოლილი ერითროპოეტიკური პორფირია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ