ცისტიტი

0
92

ცისტიტი  –  შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება. გამოყოფენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ცისტიტი ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე კაცებში.
 
მიზეზები
·         ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
·         ორგანიზმის გადაციება;
·         ხშირი შეკრულობა;
·         ანთებით დაავადებების გადატანა;
·         ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
·         ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა.
 
სიმპტომები
·         ტკივილი და წვა შარდვისას;
·         ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
·         მძაფრსუნიანი შარდი;
·         შარდის ფერის შეცვლა;
·         სისხლნარევი შარდი;
·         მწვავე ტკივილი წელის არეში;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა (39 გრადუსამდე).
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის უროლოგი ნიშნავს:
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         შარდის დათესვას ფლორაზე;
·         შარდის ბუშტის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         უროდინამიურ გამოკვლევას;
·         ცისტოსკოპიას.
 
მკურნალობა
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ანტიბიოტიკები;
·         იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატები;
·         ფიზიოთერაპია.
 
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
·         შემწვარი საკვები;
·         ცხარე საკვები;
·         შებოლილი საკვები;
·         ტკბილეული;
·         დამარინადებული საკვები.
 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
·         პიელონეფრიტი;
·         ჰემატურია;
·         ღვიძლის უკმარისობა.
 
რისკის ჯგუფი
·         ქრონიკული სასქესო ინფექციის მქონე პირები;
·         შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
·         ჰორმონალური დარღვევების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დღის მანძლზე საკმარისი სითხის მიღება;
·         შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა;
·         ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება;
·         შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ