ტრიქომონიაზი – იმ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი ურთიერთობის დროს. დადგენილია, რომ ამ დაავადებით დაინფიცირებულია პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები და უმეტესად სიმპტომები სხვა სგგდ-ების მსგავსია, ამიტომ დიფერენცირება ჭირს. ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი
მიზეზები
დაავადების გამომწვევია – ვაგინალური ბაქტერია ტრიქომონადა (Trichomonas vaginalis).
სიმპტომები
სიმპტომები ქალებში:
შარდვისა და სქესობრივი კავშირისას ტკივილი;
ჰიპერემია და გარე სასქესო ორგანოების ქავილი;
გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი და მოყვითალო ფერი აქვს.
სიმპტომები მამკაცებში:
ურეტრადან გამონადენი, უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას;
გართულებების დროს პროსტატიტის განვითარება.
დიაგნოსტიკა
მიკროსკოპული მეთოდი;
მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევები;
კულტურალური გამოკვლევა.
მკურნალობა
ანტიბიოტიკები;
დაავადების ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს მთელი რიგი სამკურნალო პროცედურები;
მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რადგან ეს იწვევს პარტნიორის დაავადების საშიშროებას.
რისკის ჯგუფი
მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის დაცვა;
დაცული სქესობრივი აქტი.