სამწვერა ნერვის ანთება – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახის არეში ნერვის ანთბითი პროცესი. ბავშვებში და ახალგაზრდებში ის იშვიათად გვხვდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ვირუსული დაავადებები;
· კბილების ანთებითი პროცესები;
· ცხვირის ანთბითი პროცესები;
· ათეროსკლეროზი;
· სახის ტრავმები;
· წარუმატებელი სტომატოლოგიური მკურნალობის შემდგომი გართულებები.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· საკვების მიღების, საუბრისა და სიცივისას ძლიერი ტკივილი სახის არეში;
· ცრემლდენა;
· ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;
· სახის ჰიპერემია;
· ტუჩების, ლოყების, ცხვირის არეში გრძნობის დაკარგვა;
· საღეჭი და მიმიკური კუნთების შევიწროვება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის საერთ ანალიზი;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ანგიოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ელექტრომიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას.
ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ აქვს და ტარდება:
· სამწვერა ნერვის ქერქის მიკროვასკულარული დეკომპრესია;
· ნერვის ნაწილის მოცილება;
· თავის ქალის მეხუთე წყვილი ნერვების პერიფერიული ბლოკადა;
· კრიოქირურგიული ოპერაცია;
· დიათერმოკოაგულაცია.
საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· სახის კუნთების პარეზი;
· ნათხემის ჰემატომა;
· სმენის დაქვეითება;
· ნერვული სისტემის დაზიანება.
რისკის ჯგუფი
· მოხუცები;
· გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული დიეტის დაცვა;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· პირის ღრუს და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.