რეიტერის სინდრომი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრების ანთებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შარდსასქესო გზების, კუჭ-ნაწლავის, ცხვირ-ხახის ინფექციები;
· სხვა ლოკალიზაციის ინფექციების არსებობა.
სიმპტომები
· სახსრების დაავადებების განვითარება;
· შარდსასქესო სისტემის დაავადებების განვითარება;
· კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება;
· სხვა ორგანოების დაზიანება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
· კალას და შარდის საერთო ანალიზი;
· სახსრების სითხის გამოკვლევა;
· სახსრების რენტგენი.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· ციტოსტატიკები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· სახსრების დისფუნქცია;
· მხედველობის დაქვეითება;
· უნაყოფობა;
· ერექციული დარღვევები;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ნაწლავების და უროგენიტალური ინფექციების შეჩერება;
· ენტეროკოლიტისა და ურეტრიტის დროული მკურნალობა.