ნაადრევი ეაკულაცია

0
27

ნაადრევი ეაკულაცია – დაავადება, რომლის დროსაც მამაკაცები სქესობრივ აქტამდე ან მისი დაწყებისთანავე ახდენენ ეაკულაციას.
 
მიზეზები
·         სათესლე ჯირკვლის ან სათესლე ბაგირაკის ანთებითი პროცესები;
·         სასქესო ორგანოს დაპატარავება;
·         ჰიპერსექსუალურობა მამაკაცებში;
·         სასქესო ორგანოს თავის გაზრდილი მგრძნობელობა;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობა;
·         შაქრიანი დიაბეტი, რომელიც იწვევს სწრაფ ეაკულაციას;
·         ფსიქოლოგიური დისკომფორტი – სტრესი, დაღლილობა, ნევროზი.
 
სიმპტომები
·         ეაკულაციის რეფლექსის დარღვევა;
·         მოკლე სქესობრივი აქტების შესრულება;
 
დიაგნოსტიკა
·         ინფექციური გამაღიზიანებლების გამოვლენის ტესტები;
·         «ლიდოკაინის ტესტი» ადგილობრივი ანესთეტიკით;
·         სისხლში სქესობრივი ჰორმონების დონის გასაზღვრა;
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოკორექციას;
·         სქესობრივი აქტის პროლონგიზაციას;
·         ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებას;
·         სეროტონინის შეწოვის ინჰიბიტორებს;
·         ნეიროტოპული პრეპარატების გამოყენებას დიაბეტურ ნეიროპათიასთან საბრძოლველად.
 
დიეტა
საკვები დაბალანსებული უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით.
 
საშიშროება
ერექციული დისფუნქციის განვითარება.
 
რისკის ჯგუფი
·         ენურეზით დაავადებულები;
·         პროსტატიტით დაავადებულები;
·         შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია სტრესისგან თავის დაცვა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ