კენჭები თირკმელებში

0
27

კენჭები თირკმელებში (თირკმელკენჭოვანი დაავადება – ნეფროლიტიაზი) – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან. ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე) და ფორმის მიხედვით. რიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებში.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვირეობითი მიდრეკილება;
·         ორგანიზმში ჭარბი კალციუმის შემადგენლობა;
·         სისხლში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა;
·         ნივთიერბათა ცვლის დარღვევა;
·         სითხის არასაკმარისი მიღება ან ჭარბად დაკარგვა;
·         თირკმლის ინფექციები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მუცლის ქვედა ნაწილში ან გვერდებში მწვავე ტკივილები;
·         ხშირი შარდვა;
·         მტკივნეული შარდვა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         მცირე და ხშირად შარდვა;
·         შარდთან ერთად ქვიშისმაგვარი ნარევის გამოყოფა;
·         სისხლდენა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-უროლოგი ატარებს:
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         თირკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         თირკმელების რენტგენს;
·         ეკსკრეტორულ რენტგენოკონტრასტულ უროგრაფიას;
·         თირკმელების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
 
მკურნალობა
თირკმელებიდან კენჭების მოცილება შეიძლება შემდეგი მეთოდებით:
·         ღია აბდომინური ოპერაცია;
·         ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიური ოპერაცია;
·         წელის არეში პუნქციით ქვების დაშლა;
·         ულტრაბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლა.
წამლებიდან პაციენტს ენიშნება:
·         ანალგეტიკები;
·         სპაზმოლიტიკები;
·         დიურეტიკები.
 
დიეტა
დიეტა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მარილებისგან შედგება კენჭები. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
·         პროდუქტები, რომელბიც შეიცავენ ოქსალიკის მჟავას – მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, მწვანე ჩაი, შემწვარი ხორცი, ხორცისა და თევზის მსუყე წვნიანები;
·         ხორცი, თევზი, ქათამი, ყველი, კვერცხი;
·         რძემჟავა პროდუქტები, მცენარეული საკვები.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         თირკმლის კოლიკა;
·         პიელონეფრიტი;
·         თირკმლის უკმარისობა.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
·         ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;
·         ნაწლავის, კუჭის, თირკმელების დაავადების მქონე პირები;
·         ენდოკრინული დარღვევების მქონე პირები;
·         მოხუცები, ოსტეოქონდროზითა და ოსტეომიელიტით დაავადებულები.
 
პროფილაქტიკა
პროფიალქტიკისთვის რეკომენდირებულია
·         დაბალანსებული დიეტა;
·         დღის მანძილზე აუცილებელი რაოდენობის სითხის მიღება (2 ლ დღეში);
·         თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ