კარიესი წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში

0
415
#image_title

კარიესი – რთული, ნელა განვითარებადი ინფექციური პროცესი, რომელიც არღვევს კბილის მყარ ქსოვილებს. წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში.
ყველაზე მეტად კარიესი აზიანებს:
·         კბილის ძირებს;
·         კბილებს შორის სივრცეებს;
·         კბილების ზედაპირს;
·         პლომბების, ბრეკეტების, პროთეზის გარშემო ადგილებს.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანული მჟავების ზემოქმედების შედეგად. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;
·         კბილების დატვირთვა;
·         ნერწყვის სეკრეციის და რაოდენობის ნაკლებობა;
·         არასწორი კვება;
·         ნერწყვის მჟავიანობის ნეიტრალური მაჩვენებელი.

სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         კბილებზე თეთრი ან მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქების გაჩენა;
·         კბილის ემალის ბუნებრივი ბზინვარების დაკარგვა;
·         მძაფრი მგრძნობელობის გაჩენა ცივზე, ცხელზე.
დაავადება საშიშია იმით, რომ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო ემალის დაზიანების შემჩნევა სტომატოლოგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს სტომატოლოგ-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ დათვალიერებას სპეციალური ინსტრუმენტების და შუქის ძლიერი წყაროს დახმარებით. რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კბილის რენტგენოგრაფიული სურათის გაკეთება.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         სპეციალური ხსნარით რემინერალიზაციას;
·         კარიოზული ნაწილის დამუშავებას და დაპლომბვას;
·         კალიუმის ჰიდროქსიდიან საფენებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება მკურნალობის დროულად დადგენა და დაწყება, შეიძლება განვითარდეს პულპიტი, პერიოდონიტი. გართულებულ სიტუაციაში ხდება კბილის ამოღება.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ღრძილებიდან სისხლდენის მქონე ადამიანები;
·         კბილებზე ცარცისებური ლაქების მქონე ადამიანები;
·         ნაჭდევის ანომალიის, ასევე ბრეკეტებისა და პროთეზის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სტომატოლოგის კონსულტაცია წელიწადში მინიმუმ 1-ჯერ;
·         სწორი კვება;
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. კბილების გამოხეხვა დღეში მინიმუმ 1-2-ჯერ.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ამილოიდოზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ