კარბუნკული – კანის მწვავე ჩირქოვანი დაავადება, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებზე თმის რამოდენიმე ფოლიკულის გარშემო

0
131

კარბუნკული – წარმოადგენს კანის მწვავე ჩირქოვან დაავადებას, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებზე თმის რამოდენიმე ფოლიკულის გარშემო. დაავადება ხშირად მწვავე ფორმებით მიმდინარეობს და მოითხოვს სასწრაფოდ მკურნალობას.
კერები განლაგებულია კისრის უკანა, ზედა ნაწილში, წელზე, თეძოებზე – იმ ადიგლებში, სადაც სამოსის კიდეები კონტაქტობენ კანთან და თმასთან. ეს ინფექციას საშუალებას აძლევს შეაღწიოს თმის ფოლიკულებში.

მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გაჩენის მიზეზებია:
·         შაქრიანი დიაბეტი – შაქრის მაღალი დონე ხელს უწყობს მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდას;
·         ავიტამინოზი და დაქვეითებული იმუნიტეტი – ქვეითდება ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა;
·         თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა – ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, რითაც ასუსტებს მას.

სიმპტომები
ანთებით პროცესს საკმაოდ სპეციფიკური კლინიკური სურათი აქვს:
·         დაავადების კერის გარშემო გაწითლებული კანი;
·         დაზიანებული ადგილების გარშემო კანის დაჩირქება;
·         დაზიანებული ადგილის გარშემო მთელი ზონა ძლიერ მტკივნეულია;
·         ზოგჯერ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები.
ციმბირული წყლულის კარბუნკული – წარმოიქმნება ორგანიზმში გამაღიზიანებელის შეყვანით. განვითარების პიკზე აქვს შავი წყლულის სახე, მკვეთრად გამოყოფილი საზღვრებით. აღნიშნული წარმონაქმნი უმტკივნეულოა. წყლულის გარშემო ყოველთვის არის მკვეთრი ანთებითი პროცესი. აღნიშნული წარმონაქმნი ყოველთვის თვალსაჩინოა, ამიტომ ის ციმბირული წყლულის გამოვლენის მნიშვნელოვანი სიმპტომია.

მკურნალობა
კურბუნკულის მკურნალობა ყოველთვის ატარებს ქირურგიულ ხასიათს: ხორციელდება ჩირქგროვის ადგილის გახსნა, რაც ჭრილობიდან ჩირქის გამოდევნის საშუალებას იძლევა, მასთან ერთა გამოიდევნება ტოქსინებიც, რომლებიც ადრე სისხლში მოხვდნენ. სწორი დრენირების შემდეგ ხდება ორგანიზმის დაცვის უზრუნველყოფა განმეორებითი ინფექციისგან. მკურნალობის პროცესში მუდმივად ხდება გადახვევა და ჭრილობის სანაცია. ასევე ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტაციონარში.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაზიანებული ადგილის სწორი სამედიცინო ჩარევით მკურნალობა, შესაძლოა თვითგახსნა და ორგანიზმის სხვა ადგილების დაინფიცირება.

რისკის ჯგუფი
·         დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები;
·         არაჰიგიენური წესის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია პირადი ჰიგიენის დაცვა და იმუნიტეტის გაძლიერება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ