თრომბოციტოპენია (პურპურა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას

0
40

თრომბოციტოპენია (პურპურა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ფორმები. ასევე შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

მიზეზები
·         ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის მოშლა;
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         მედიკამენტებზე ალერგია;
·         ორგანიზმის ხანგრძლივი დროით ინტოქსიკაცია;
·         ტირეოტოქსიკოზი;
·         ჰერპესი;
·         ლიმფომა;
·         მიელომა;
·         აივ-ვირუსი;
·         ჰეპატიტი;
·         ფეხმძიმობა.

სიმპტომები
·         სპონტანური სისხლჩაქცევები;
·         სისხლჩაქცევის ზომა შეიძლება იყოს წერტილოვანი ან  დიდი ზომის სილურჯის;
·         სისხლჩაქცევები ჩნდება კანის ნებისმიერ ადგილზე;
·         ქვედა კიდურებზე წვრილი გამონაყარი;
·         ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა;
·         მენსტრუაციის დროს ჭარბი სისხლდენა;
·         კალასა და შარდში სისხლის ანარევი;
·         კანის უმნიშვნელო დაზიანების დროსაც კი რთულია სისხლდენის შეჩერება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰემატოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი.

მკურნალობა
·         დაზიანებული ნაწილის მოცილება, ძირითადი დაავადების მკურნალობა;
·         თრომბოციტების გადასხმა;
·         В12 ვიტამინის შემცველი პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         იმუნოსუპრესორები.

საშიშროება
·         ჭარბი სისხლდენა;
·         თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა;
·         პოსტჰემორაგიული ანემია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კანის ტრავმების თავიდან აცილება;
·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ალკოჰოლზე უარის თქმა – ის აფერხებს თრომბოციტების გამოყოფის პროცესს;
·         მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების და მკაცრი კონტროლის ქვეშ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ